რუსეთის ცენტრალური ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა 741,5 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2025 წლის ფინანსური შედეგების მიმოხილვისას განაცხადა.

„რუსეთის ცენტრალური ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა 741,5 მილიარდ დოლარს მიაღწია. ეკონომიკა სრულად კონტროლის ქვეშაა“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.