საფრანგეთში ხისგან დამზადებული ავტომობილის მოდელი „Citroen 2CV“ 210 000 ევროდ გაიყიდა.
ამის შესახებ CNN-ი წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთში, დურგლის მიშელ რობილარდის ხისგან დამზადებული მანქანა გუშინ აუქციონზე გაიტანეს.
მანქანა, რომლის საწყისი ღირებულება 150-200 ათას ევროდ განისაზღვრა, პარიზელმა კოლექციონერმა 210 000 ევროდ იყიდა.
მანქანაზე მუშაობა 2011 წელს დაიწყო და სამუშაოები 5 წელიწადში დასრულდა.