დღეიდან საქართველოში ევროკავშირიდან შემოყვანილი ავტომობილების რუსეთში ექსპორტზე, რეექსპორტსა და ტრანზიტზე აკრძალვა ამოქმედდა.

აღნიშნული აკრძალვა ეხება მანქანებს, რომელთა ძრავის მოცულობა აღემატება 1900 კუბურ სანტიმეტრს (ანუ 1.9-ზე მაღალი ძრავის მქონე ავტომობილებზე). აკრძალვა ასევე ეხება ჰიბრიდულ და ელექტრომობილებს. შეზღუდვები ძალაში შევიდა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციების მე-11 პაკეტის გამო.

შეზღუდვები აშშ-ში წარმოებული მანქანების რუსეთის ფედერაციაში ექსპორტსა და რეექსპორტზე 1-ელი აგვისტოდან ამოქმედდა.