ნათია ჯანაშია, აქამდე გამოუმჟღავნებელი ქონების შეფასების ფონზე, საქართ...
აფბას ანალიტიკოსი ამბობს,
რომ „ბრიტანულ-ქართული
აკადემიის“ ყოფილი
დირექტორი და მინორიტარი
აქციონერი, ნათია ჯანაშია,
სადღეისოდ, საქართველოს
ერთ-ერთი უმდიდრესი ქალია
და მისი აქტივების
ღირებულება 80 მილიონ ლარს
ბევრად აღემატება.„ნათია
ჯანაშიას კეთილდღეობის
მთავარი წყარო
„ბრიტანულ-ქართულ
აკადემიაში“ მსხვილი
ინვესტორის შესვლა იყო.
სწორედ ამ დროიდან
მოყოლებული გროვდება მისი
სიმდიდრე. დავიწყოთ იმით,
რომ 2019 წელს ნათია ჯანაშიამ
აკადემიის 70%-იანი წილი 29
მილიონ 300 000 ათას ლარად
გაყიდა.ამის შემდგომ
პერიოდში, აკადემიის
შემოსავლები და მოგება
სტაბილურად და განუხრელად
მზარდია. აკადემიის
საბაზრო ღირებულებაც,
ბუნებრივია, მზარდი
ტრენდით ხასიათდება.
შესაბამისად, ეს
პირდაპირპროპორციულად
აისახება ნათია ჯანაშიას
მფლობელობაში არსებულ
30%-იან წილზეც.ამას უნდა
დავუმატოთ ისიც, რომ 2024
წელს „საქართველოს
განათლების ჯგუფმა“ ნათია
ჯანაშიას საპასუხოდ,
უკუშეთავაზებით, მის
საკუთრებაში არსებული
30%-იანი წილის გამოსყიდვაზე
გაუგზავნა ოფერი.
ინვესტორის მიერ
შეთავაზებული თანხა თავად
ჯანაშიას მიერ
დასახელებულ ფასზე,
ერთეულთან მიმართებით, 33%-ით
მეტი იყო.ისიც არ უნდა
გამოგვრჩეს, რომ მხოლოდ
ხელფასისი სახით, იმ 5 წლიან
პერიოდში, როცა ნათია
ჯანაშია „აკადემიის“
მენეჯმენტს განაგებდა,
ქმართან ერთად მან ჯამში, 5
მილიონი ლარი მიიღო. -
წლიურად 1 000 000 ლარი“, - ამბობს
ბაჩანა ჯინჭარაძე.მისი
თქმით, ცნობილია ასევე, რომ
ნათია ჯანაშიას და დავით
ცეცხლაძის საკუთრებაშია
მთელი რიგი ელიტარული
უძრავი ქონება. კეროდ, -
ლუქს-კლასის ავტომობილები,
ინდივიდუალური შეკვეთით
დამზადებული
იახტა/კატარღები და
საბრძოლო და სანადირო
იარაღები და
სხვა.ანალიტიკოსი თვლის,
რომ აქტივების
ღირებულების შეფასებისას
ისიც უნდა
გავითვალისწინოთ, რომ
ძალიან დიდი ალბათობით,
ნათია ჯანაშია და დავით
ცეცხლაძე ფლობენ ისეთ
ძვირადღირებულ ფუფუნების
საგნებს, როგორიცაა
ძვირფასეულობა,
საიუველირო ნაკეთობები,
აქსესუარები, საათები და
დიზაინერული სამოსი,
ხელოვნების ნიმუშები და
სხვ.„რაც შეეხება სულ
ახლახანს აღმოჩენილ, დავით
ცეცხლაძის სახელზე
გაფორმებულ, ნათია
ჯანაშიას კიდევ ერთ და
მთავარ უძრავი ქონებას -
„მაგნოლიას“ გრანდიოზულ - 3
820 კვადრატულ მეტრზე
განფენილ სასახლეს, ეს მის
აქტივებს ყველაზე
მოკრძალებული გათვლებით,
მინიმუმ 20 მილიონი ლარით
ზრდის.ამას უნდა დავუმატოთ
ნათია ჯანაშიას კიდევ ერთი
აქტივი, რომელიც ასევე ამ
ბოლო დროს აღმოჩნდა და
საქართველოში, ერთ-ერთ
ძვირადღირებულ
საკურორტო-რეკრეაციულ
სივრცეშია განთავსებული.
ამ აქტივის თაობაზე
დეტალები ზუსტდება და
შესაბამისად, მისი საბაზრო
ღირებულებაც არაა ჯერ
ცნობილი. თუმცა არსებული
ინფორმაციის ანალიზზე
დაყრდნობით, ამ ეტაპზევე
შეიძლება ითქვას, რომ ნათია
ჯანაშია, აქამდე
გამოუმჟღავნებელი ქონების
შეფასების ფონზე, უახლოეს
მომავალშივე მოხვდება
საქართველოს უმდიდრესი
ადამიანების ტოპ 100-ეულში.
ქართველ უმდიდრეს ქალთა
10-ეულში კი იგი უკვე კარგა
ხანია მყარად იკავებს
პოზიციას“, - ამბობს
ჯინჭარაძე.
1790932109