ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, გადადგმული ნაბიჯების შედეგად, მედიკამენტების ფასები 12.5%-ით შემცირდა. ამის შესახებ მან პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„2022 – 2023 წლებში, ჯანდაცვის სექტორში გატარებულმა ცვლილებებმა, განსაკუთრებით ფარმაცევტული დარგის რეგულირების სფეროში, საერთო ჯამში, მნიშვნელოვანი ასახვა ჰპოვა ქვეყანაში.

საქსტატის მონაცემებით, რეფერენტული ფასების დაწესებამ და თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის გამარტივებამ, საერთო ჯამში, მედიკამენტების ფასები 12.5%-ით შეამცირა, რამაც მნიშვნელოვანი ასახვა ჰპოვა ქვეყანაში ინფლაციის განაკვეთის შემცირებაში“, - განაცხადა აზარაშვილმა.