რა გავლენა იქონია ე.წ. Lockdown-მა ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელზე - ფოტოები
1587553282
ფოტოები, სადაც ნაჩვენებია დაბინძურების მაჩვენებელის შემცირება მსოფლიოში ეპიდემიის გავრცელების შემდეგ, რამაც ადამიანების მასობრივი კარანტინი და ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვები გამოიწვია.
New York Times-ის ინფორმაციით, 2019 წლის მონაცემებით, მსოფლიოში 20 ყველაზე დაბინძურებული ქალაქიდან, 14 ინდოეთს ეკუთვნის.
New Delhi, India, Yamuna River მარტი 21, 2018. New Delhi, India, Yamuna River on აპრილი 8, 2020, 21 დღიანი იზოლაციის შემდგომ. The India Gate war memorial, New Delhi, India, ოქტომბერი 17, 2019. The India Gate war memorial,New Delhi, India, აპრილი 8, 2020 New Delhi, India, ნოემბერი 8, 2018 New Delhi, India, აპრილი 8, 2020 Electricity pylons in New Delhi, India, ოქტომბერი 30, 2019 Electricity pylons, New Delhi, India, აპრილი 13, 2020. The Grand Canal, Venice, Italy, იანვარი 6, 2018. The Grand Canal, Venice, Italy, აპრილი 17, 2020 Milan, Italy, იანვარი 8, 2020 Milan, Italy, აპრილი 17, 2020 The skyline of Jakarta, Indonesia, ივლისი 4, 2019 The skyline of Jakarta, Indonesia, აპრილი 16, 2020 The wreckage of a wooden boat in North Jakarta, Indonesia, ივლისი 26, 2018 The wreckage of a wooden boat in North Jakarta, Indonesia, აპრილი 16, 2020. Islamabad, Pakistan, აგვისტო 3, 2017. Islamabad, Pakistan, აპრილი 20, 2020. Los Angeles, California Los Angeles, California, აპრილი 14, 2020.
გამარჯვებულებს შორის
საპრიზო ფონდი
შემდეგნაირად
გადანაწილდა: მ. კ. – 7 000 ლარი
ლ. კ. – 3 000 ლარი ი. ვ. – 2 500 ლარი
ინდმეწარმეებისთვის
გათამაშება, რომლის ჯამური
საპრიზო ფონდი 100 000 ლარია,
წლის ბოლომდე გაგრძელდება.
სექტემბრის შუალედურ
გათამაშებას კიდევ ორი
შუალედური და ერთი
ფინალური გათამაშება
მოჰყვება.ფინალური
გათამაშების საპრიზო
ფონდი კი ასე
გადანაწილდება: I ადგილი – 25
000 ლარი II ადგილი – 15 000 ლარი III
ადგილი – 10 000 ლარი
კამპანიაში მონაწილეობა
შეუძლიათ როგორც მათ, ვინც
ინდმეწარმედ გახდომას
გეგმავს და ჯერ არ აქვს
საქართველოს ბანკში
ბიზნესანგარიში, ისე
მოქმედ მომხმარებლებს,
რომლებსაც 2026 წლის ივნისსა
და ივლისში ბიზნეს
ინტერნეტბანკით ან ბიზნეს
მობილბანკით არ
უსარგებლიათ.გათამაშებაში
ჩასართავად საჭიროა, 2026
წლის 31 დეკემბრის ჩათვლით,
თვეში ერთხელ მაინც
შეხვიდე ბიზნეს
მობილბანკში ან ბიზნეს
ინტერნეტბანკში. ამასთან,
კონკრეტული თვის
გათამაშებაში
მონაწილეობის მისაღებად,
მომხმარებელმა ბიზნეს
მობილბანკით ან ბიზნეს
ინტერნეტბანკით სწორედ იმ
თვის განმავლობაში უნდა
ისარგებლოს.გამარჯვებულები
შემთხვევითობის პრინციპით
გამოვლინდებიან.კამპანიაში
მონაწილეობისთვის ეწვიეთ
საქართველოს ბანკის
ბიზნეს მობილბანკს ან
ბიზნეს ინტერნეტბანკს.
2026 წლის 6 ოქტომბერი - შავი
ზღვის ვაჭრობისა და
განვითარების ბანკი (BSTDB)
აძლიერებს საქართველოს
მცირე და საშუალო
საწარმოების მხარდაჭერას
ბაზისბანკისთვის 25 მილიონი
ევროს ოდენობის ახალი
დაფინანსების გამოყოფით.
შესაბამის შეთანხმებას
ხელი „ბიზნეს დიალოგის“
ფორუმის ფარგლებში
მოეწერა.შეთანხმების
თანახმად, BSTDB გრძელვადიან
დაფინანსებას გამოუყოფს
ბაზისბანკს ქართული მცირე
და საშუალო საწარმოების
დასაკრედიტებლად, რაც
ქვეყნის მასშტაბით
ბიზნესებს ინვესტირების,
საბრუნავი კაპიტალისა და
საქმიანობის გაფართოების
დაფინანსების
შესაძლებლობას
მისცემს.მცირე და საშუალო
საწარმოები საქართველოს
ეკონომიკის, დასაქმების,
მეწარმეობისა და
ინოვაციების
მნიშვნელოვანი
მამოძრავებელი ძალაა.
დაფინანსებაზე
ხელმისაწვდომობის
გაზრდით, ახალი საკრედიტო
რესურსი ბიზნესებს
დაეხმარება
პროდუქტიულობისა და
კონკურენტუნარიანობის
ამაღლებაში, ახალი
საინვესტიციო
შესაძლებლობების ძიებასა
და რეგიონულ და
საერთაშორისო ბაზრებზე
წვდომის
გაზრდაში.აღნიშნული
შეთანხმება კიდევ უფრო
ამყარებს BSTDB-სა და
ბაზისბანკს შორის არსებულ
მრავალწლიან პარტნიორობას
და აფართოებს ბანკის
მხარდაჭერას საქართველოს
კერძო სექტორის მიმართ. იგი
ასევე ხელს უწყობს BSTDB-ის
უფრო ფართო მანდატის
განხორციელებას, რომელიც
შავი ზღვის რეგიონში
მდგრადი ეკონომიკური
განვითარების,
ეკონომიკური მედეგობისა
და მჭიდრო საქმიანი
კავშირების გაძლიერებას
ითვალისწინებს.შეთანხმების
ხელმოწერისას, BSTDB-ის
საბანკო საქმიანობის
მიმართულების
ვიცე-პრეზიდენტმა, ზია
ალიევმა აღნიშნა:
„საქართველოს დინამიური
მცირე და საშუალო ბიზნესის
სექტორის მხარდაჭერა BSTDB-ის
პრიორიტეტია.
ბაზისბანკთან ჩვენი
მჭიდრო პარტნიორობის
მეშვეობით, ვეხმარებით
ბიზნესებს მიიღონ
ინვესტირებისთვის, ზრდისა
და ახალი შესაძლებლობების
შესაქმნელად საჭირო
დაფინანსება. ამ
შეთანხმების ხელმოწერა
თბილისში ჩვენი „ბიზნეს
დიალოგების“ ფორუმის
ფარგლებში, ხაზს უსვამს
პარტნიორობის
მნიშვნელობას კერძო
სექტორის განვითარებისა
და შავი ზღვის რეგიონში
ეკონომიკური კავშირების
განმტკიცებისთვის“.„შავი
ზღვის ვაჭრობისა და
განვითარების ბანკის მიერ
25 მილიონი ევროს ოდენობის
ახალი დაფინანსება
ბაზისბანკს საშუალებას
მისცემს, კიდევ უფრო მეტ
მცირე და საშუალო ბიზნესს
დაეხმაროს საქმიანობის
გაფართოებაში,
კონკურენტუნარიანობის
ზრდასა და ადგილობრივ თუ
საერთაშორისო ბაზრებზე
ახალი შესაძლებლობების
ათვისებაში. ვაფასებთ
BSTDB-თან ჩვენს მრავალწლიან
პარტნიორობას და იმ ნდობას,
რომელსაც ის ბაზისბანკის
მიმართ გამოხატავს.
ერთობლივი ძალისხმევით,
ქართულ მცირე და საშუალო
ბიზნესებს ვეხმარებით
ბაზარზე პოზიციების
გამყარებასა და ქვეყნის
ეკონომიკურ ზრდაში
წვლილის შეტანაში.“ –
განაცხადა ბაზისბანკის
გენერალურმა დირექტორმა,
დავით ცაავამ.ახალი
შეთანხმება ეფუძნება
ბაზისბანკსა და BSTDB-ს შორის 14
წელზე მეტ თანამშრომლობის
ისტორიას, რომლის
განმავლობაშიც ორივე
ინსტიტუტი ერთობლივად
მუშაობდა ქართული
ბიზნესისთვის
დაფინანსებაზე
ხელმისაწვდომობის
გაზრდისა და ქვეყნის
ფინანსური სექტორის
განვითარების
მხარდასაჭერად.ბაზისბანკ
ჯგუფის შესახებ2026 წლის
აპრილში ბაზისბანკმა
ლიბერთის აქციების 95.99%
შეიძინა. ბაზისბანკ ჯგუფი
საქართველოში მესამე
უმსხვილესი სისტემური
ფინანსური ინსტიტუტია,
რომლის ბაზრის წილი 11%-ს
შეადგენს. ჯგუფი 2 მილიონზე
მეტ ფიზიკურ პირსა და 65,000-ზე
მეტ მსხვილ და საშუალო
ბიზნესს ემსახურება.
ქვეყნის მასშტაბით
წარმოდგენილია ყველაზე
ფართო ქსელით: 500-მდე
მომსახურების ცენტრით და
700-ზე მეტი ბანკომატით
საქართველოს ყველა
რეგიონსა და
მუნიციპალიტეტში.2026 წლის 8
თვის ფინანსური
მონაცემებით, ბაზისბანკ
ჯგუფის აქტივები 12 მლრდ
ლარს შეადგენს, მთლიანი
საკრედიტო პორტფელი 7.9 მლრდ
ლარია, ხოლო დეპოზიტების
პორტფელი 9.1 მლრდ ლარი.
ჯგუფის 2026 წლის 8 თვის წმინდა
მოგებამ 154 მილიონი ლარი
შეადგინა. დამატებითი
ინფორმაციისთვის ეწვიეთ
ვებგვერდს: www.basisbank.geშავი
ზღვის ვაჭრობისა და
განვითარების ბანკი
(BSTDB) საერთაშორისო
ფინანსური ინსტიტუტია,
რომლის სათაო ოფისი
მდებარეობს სალონიკში,
საბერძნეთი. BSTDB მხარს უჭერს
ეკონომიკურ განვითარებასა
და რეგიონულ
თანამშრომლობას
სხვადასხვა პროექტისა და
სავაჭრო დაფინანსებისთვის
სესხების, საკრედიტო
ხაზების, კაპიტალში
მონაწილეობისა და
გარანტიების
უზრუნველყოფით საჯარო და
კერძო სექტორებში მის წევრ
ქვეყნებში. ბანკის
ავტორიზებული კაპიტალი
შეადგენს 3.45 მილიარდ ევროს.
BSTDB-ის შესახებ
ინფორმაციისთვის ეწვიეთ
ვებგვერდს: www.bstdb.org.
2009 წლიდან PRIME MARINE
მომხმარებლებს
საქართველოს
ნავსადგურებში გემების
აგენტირებისა და
ტვირთების ექსპედირების
სრულ და კომპლექსურ
მომსახურებას სთავაზობს.
კომპანია წარმოადგენს
საქართველოს ეკონომიკისა
და მდგრადი განვითარების
სამინისტროს სსიპ
„საზღვაო ტრანსპორტის
სააგენტოს“ მიერ
აღიარებულ გემების
სააგენტო კომპანიას და
სერტიფიცირებულია ISO 9001:2015
ხარისხის მართვის
საერთაშორისო
სტანდარტით.„საქართველოს
ბიზნეს ასოციაციაში
გაწევრიანება PRIME MARINE-ს
მისცემს შესაძლებლობას,
აქტიურად ჩაერთოს ქვეყნის
ბიზნესგარემოს
გაუმჯობესების,
საზღვაო-ლოგისტიკური
სექტორის განვითარებასა
და დარგობრივი
ინიციატივების
მხარდაჭერის პროცესში“, -
განაცხადა PRIME MARINE-ს
დირექტორმა ზაზა
ვარშანიძემ.აღსანიშნავია,
რომ PRIME MARINE ასევე აქტიურად
არის წარმოდგენილი ისეთ
წამყვან საერთაშორისო და
ადგილობრივ პროფესიულ
გაერთიანებებში,
როგორებიცაა BIMCO, FIATA, FONASBA, AFG, EUGBC
და ACCI, და წარმოადგენს „შავი
ზღვის პლატფორმის“
გენერალურ
პარტნიორს.„მივესალმებით
PRIME MARINE-ის გაწევრიანებას
საქართველოს ბიზნეს
ასოციაციაში. საზღვაო და
ლოგისტიკური სექტორი
ჩვენი ქვეყნის
ეკონომიკისა და
სატრანზიტო პოტენციალის
განვითარებისთვის
სტრატეგიულად
მნიშვნელოვანი
მიმართულებაა.
დარწმუნებულნი ვართ,
კომპანიის მრავალწლიანი
გამოცდილება,
პროფესიონალიზმი და
საერთაშორისო სტანდარტები
ღირებულ წვლილს შეიტანს
ასოციაციის საქმიანობასა
და ბიზნესსექტორის
გაძლიერებაში“, - აღნიშნა
საქართველოს ბიზნეს
ასოციაციის პრეზიდენტმა
სოსო ფხაკაძემ.
ცენტრალური ბანკის ცნობით,
მიმდინარე წელს ინფლაციის
მატების მთავარი ფაქტორი
მსოფლიოში, და მათ შორის
საქართველოში, საწვავზე
ფასების ზრდაა. აღნიშნული
დინამიკა გეოპოლიტიკური
დაძაბულობისა და
მიწოდების ჯაჭვების
შეფერხებების შედეგია,
რამაც ნედლ ნავთობსა და
ნავთობპროდუქტებზე ფასები
გაზარდა.რაც შეეხება
შედარებით ხისტი ფასების
საზომებს, საბაზო
ინფლაციამ, რომელიც
სამომხმარებლო კალათიდან
მერყევ სურსათის,
ენერგომატარებლების და
სიგარეტის ფასებს
გამორიცხავს, სექტემბერში
3.5% შეადგინა, ხოლო
მომსახურების ინფლაცია 3.7%-ს
გაუტოლდა.„გამწვავებული
გეოპოლიტიკური ვითარების
და ლოგისტიკური
პრობლემების ფონზე
სექტემბერში საწვავი
კვლავ გაძვირდა, რამაც თვის
ინფლაცია 0.32 პროცენტული
პუნქტით გაზარდა. ამის
საპირისპიროდ, უმაღლესი
სასწავლებლის
შემცირებულმა
გადასახდელმა ინფლაციაზე
კლების მიმართულებით
მნიშვნელოვანი გავლენა
მოახდინა და თვის ინფლაცია
0.73 პროცენტული პუნქტით
შეამცირა. თვის ინფლაციის
შემცირების მიმართულებით
ასევე მოქმედებდა
სურსათის ცალკეული
კატეგორიების წინა
თვესთან შედარებით
ფასების კლება.წლიურ
ინფლაციაზე ზრდის
მიმართულებით ყველაზე
დიდი წვლილი
ენერგომატარებლების
ფასებს აქვს. წინა წლის
შესაბამის პერიოდთან
შედარებით, ბენზინისა და
დიზელის ფასები,
შესაბამისად, 30%-ით და 54%-ით
გაიზარდა, რამაც მთლიან
ინფლაციაზე ჯამურად 1.5
პროცენტული პუნქტის
გავლენა მოახდინა.
სურსათის გავლენა
ინფლაციაზე წლის
დასაწყისთან შედარებით
მცირდება. სექტემბერში
სურსათის და უალკოჰოლო
სასმელების ინფლაციამ – 3.4%,
ხოლო წვლილმა ინფლაციაში 1.2
პროცენტული პუნქტი
შეადგინა. აქედან ყველაზე
დიდი გავლენა პურს (0.5 პპ) და
ძროხის ხორცს (0.5 პპ) ჰქონდა.
სხვა პროდუქტებიდან
აღსანიშნავია
ელექტროენერგიის
გადასახდელის (0.5 პპ) და
ჯანდაცვის (0.7 პპ)
წვლილი.წლიურ ინფლაციაზე
შემცირების მიმართულებით
ყველაზე მნიშვნელოვანი
გავლენა განათლების
ჯგუფმა მოახდინა, რომელმაც
მთლიანი ინფლაცია 0.6
პროცენტული პუნქტით
შეამცირა. ამავდროულად,
ხანგრძლივი მოხმარების
საქონლის კატეგორიაში
დეფლაციური ტენდენცია
კვლავ ნარჩუნდება. საშუალო
ხანგრძლივობის მოხმარების
საქონლის კატეგორიაში კი
სექტემბერში ფასები, წინა
წლის შესაბამის პერიოდთან
შედარებით, შემცირდა“, –
აღნიშნულია ეროვნული
ბანკის კვლევაში.რაც
შეეხება ადგილობრივად
წარმოებული პროდუქტების
ინფლაციას, სექტემბერში,
ეროვნული ბანკის
ანგარიშის თანახმად, 4.9%
შეადგინა.„ადგილობრივ
ინფლაციაზე ყველაზე დიდი
გავლენა – პურის, ხორცისა
და ყველის ფასებს (ჯამში 2.7
პპ), ხოლო შემცირების
მიმართულებით უმაღლესი
სასწავლებლებში სწავლის
გადასახადის შემცირებას
ჰქონდა. შერეულად
წარმოებული პროდუქტების
ინფლაციაში (4.8%) ყველაზე
მნიშვნელოვანი წვლილი
ელექტროენერგიის
გადასახდელზე მოდიოდა.
იმპორტირებულმა ინფლაციამ
7.8% შეადგინა, რაც ძირითადად
საწვავის ფასების
გაძვირებით აიხსნება (6.1
პპ)“, – ნათქვამია ეროვნული
ბანკის ანგარშში.
ამასთანავე, სემეკში
ჩაინიშნა საჯარო სხდომა,
სადაც განიხილება შპს
“ყამარი მ“ -ს ბუნებრივი
გაზის განაწილების
ლიცენზიის გაუქმებისა და
აბონენტების
გაზმომარაგების
უზრუნველყოფის მიზნით შპს
„თბილისი ენერჯისათვის“
შესაბამისი მომსახურების
გაწევის ვალდებულების
დაკისრების საკითხი.შპს
„ყამარი მ“-ს
მომხმარებლებისათვის
ბუნებრივი გაზის გათიშვის
მიზეზს წარმოადგენს
კომპანიის დავალიანება
შპს „სოკარ გაზ
ექსპორტ-იმპორტის“ მიმართ.
შპს „ყამარი მ“-ს
სალიცენზიო არეალში
მომხარებლების ბუნებრივი
გაზით უწყვეტი
მომარაგების
უზრუნველსაყოფად,
კომპანიასა და საბითუმო
მიმწოდებელ შპს „სოკარ გაზ
ექსპორტ-იმპორტს“ შორის
გაფორმებულია ბუნებრივი
გაზის ნასყიდობის
ხელშეკრულება.
ხელშეკრულებით ნაკისრი
ვალდებულებების
არაჯეროვანი შესრულებისა
და მიწოდებული ბუნებრივი
გაზის საფასურის
გადაუხდელობის გამო, შპს
“ყამარი მ“-ს შპს „სოკარ
გაზ ექსპორტ-იმპორტის“
წინაშე წარმოექმნა
მსხვილი დავალიანება.
აღნიშნული დავალიანების
გამო, შპს „ყამარი მ“-ს 2026
წლის 5 ოქტომბერს შეუწყდა
ბუნებრივი გაზის
მიწოდება.შპს „ყამარი მ“
ახორციელებს ბუნებრივი
გაზის განაწილებას
თბილისში, ე.წ.
მუხიანისაგარაკების
ტერიტორიაზე.
როგორც Report-ი იუწყება, ამის
შესახებ SOCAR Downstream-ის
მმართველმა დირექტორმა
ემილ ალხასლიმ განაცხადა.
ეს ნიშნავს Pre-FEED-ის
(წინასწარი საპროექტო და
ტექნიკურ-ეკონომიკური
დასაბუთების) ფაზის
ოფიციალურ დაწყებას,
რომელიც კონგოს
რესპუბლიკაში მდებარე
CORAF-ის
ნავთობგადასამუშავებელი
ქარხნის მასშტაბურ
მოდერნიზაციას
ითვალისწინებს.პროექტი
ხორციელდება SOCAR-სა და SNPC-ს
(CORAF-ის ქარხნის მფლობელი)
შორის პარტნიორული
ურთიერთობების
გაღრმავების
ფარგლებში.„ტექნიკური
ასპექტების გარდა, ეს
თანამშრომლობა
აზერბაიჯანსა და კონგოს
შორის კავშირების
დამყარების საშუალებაც
გახდა — ხელი შეუწყო
სხვადასხვა კულტურის
გაცნობას, საერთო
ინტერესებისა და
სინერგიის გამოვლენას“, —
ხაზგასმით აღნიშნა
ალხასლიმ.2024 წლის 4 აპრილს
ბაქოში SOCAR-მა და SNPC-მ ხელი
მოაწერეს შეთანხმებას Congolaise
de Raffinage-ის (CORAF)
ნავთობგადასამუშავებელი
ქარხნის მოდერნიზაციისა
და გაფართოების პირობების
შესახებ.აღნიშნული
შეთანხმების საფუძველზე,
SOCAR-ის სპეციალისტები
ჩაერთნენ ობიექტის
მიმდინარე ტექნიკური
მდგომარეობის ანალიზსა და
იმ ძირითადი
მიმართულებების
განსაზღვრაში, სადაც SOCAR-ს
შეუძლია SNPC-ს მხარდაჭერა
გაუწიოს საწარმოო
სიმძლავრეების
მოდერნიზაციის
პროცესში.CORAF-ის ქარხნის
საპროექტო სიმძლავრე
დღეში 27 000 ბარელი ნავთობის
გადამუშავებას შეადგენს,
ხოლო გადამუშავების
რეალური მოცულობა ამჟამად
დღეში დაახლოებით 20 000
ბარელია (რაც წელიწადში 1
მილიონ ტონაზე ნაკლებს
უდრის). ქარხანაში
წარმოებული
ნავთობპროდუქტების 50%-ზე
მეტი კონგოს რესპუბლიკაში
შიდა მოთხოვნის
დასაკმაყოფილებლად
გამოიყენება.ქარხანა
მდებარეობს ქვეყნის
ატლანტის ოკეანის
სანაპიროზე, ქალაქ
პუანტ-ნუარში. ის 1982 წლის
დეკემბრიდან
ფუნქციონირებს და
ქვეყანაში
ნავთობგადასამუშავებელ
ერთადერთ საწარმოს
წარმოადგენს. კონგოს
რესპუბლიკა 2018 წლიდან
ნავთობის ექსპორტიორი
ქვეყნების ორგანიზაციის
(OPEC) წევრია, მისი
დადასტურებული ნავთობის
მარაგები კი 1,8 მილიარდ
ბარელს შეადგენს.2023 წლიდან
SOCAR Trading — აზერბაიჯანული
სახელმწიფო კომპანიის
სავაჭრო განყოფილება —
პასუხისმგებელია
საერთაშორისო ბაზრებზე
ნავთობისა და CORAF-ის
ნავთობგადასამუშავებელი
ქარხნის
ნავთობპროდუქტების
ნაწილის რეალიზაციაზე.