ჩინეთში სანიუანის ხიდი 43 საათში ააშენეს (ვიდეო)
სწავლების ცენტრის ტრენერებმა, სპეციალურად შემუშავებული სატრენინგო პროგრამის ფარგლებში, ჯამში 30 სატრენინგო სესია ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები და წევრები დეტალურად გაეცნენ კენჭისყრის დღის პროცედურებს, ამომრჩევლებისთვის სხვადასხვა სახის სერვისების მიწოდებისა და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის საკითხებს.აღსანიშნავია, რომ N25 წალკისა და N53 ვანის საოლქო საარჩევნო კომისიების ქვემდებარე ოთხი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა ხუთ ეტაპად გაიარეს სწავლება ელექტრონული აპარატების გამოყენებით კენჭისყრის წარმართვის პროცედურებთან დაკავშირებით.N18 ახმეტის, N24 დმანისისა და N25 წალკის საოლქო საარჩევნო კომისიების ქვემდებარე სამი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის კი ტრენინგები ოთხ ეტაპად, ელექტრონული აპარატების გამოყენების გარეშე კენჭისყრის პროცედურებზე ჩატარდა.განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საარჩევნო ადმინისტრატორების როლსა და პასუხისმგებლობას ამომრჩევლის ნების თავისუფლად გამოვლენის, ხმის მიცემის ფარულობის, დაკვირვების ხელმისაწვდომობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფის მიმართულებით.სწავლება პრაქტიკულ კომპონენტებსაც მოიცავდა. ტრენინგების მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ინსტრუქტაჟი ამომრჩევლებთან კომუნიკაციისა და ხმის მიცემის პროცედურებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდების შესახებ. არჩევნებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, სწავლების ცენტრმა ცესკოსთან თანამშრომლობით საინფორმაციო-სასწავლო პროექტი ასევე განახორციელა წალკის, ვანის, ახმეტის და დმანისის საოლქო საარჩევნო კომისიების სრული შემადგენლობებისთვის.აღნიშნული პროექტის ფარგლებში საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებმა განიხილეს საკანონმდებლო ცვლილებები, კანონმდებლობის ერთგვაროვანი გამოყენების საკითხები, საარჩევნო დავების გადაწყვეტისა და ქვემდგომი საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობის ზედამხედველობის მექანიზმები.ამასთან, 3 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკომ და სწავლების ცენტრმა სხვადასხვა სახის საინფორმაციო-სასწავლო რესურსებიც მოამზადა. რესურსები მოიცავს ინფორმაციას საარჩევნო ადმინისტრატორებისა და საარჩევნო უბნებზე ყოფნის უფლების მქონე პირების უფლებებისა და ვალდებულებების, ეთიკის სტანდარტებისა და საქმიანობის პრაქტიკული საკითხების შესახებ.საინფორმაციო-სასწავლო რესურსები ხელს უწყობს კენჭისყრის პროცესის ორგანიზებულად წარმართვას, საარჩევნო ადმინისტრატორების პროფესიული საქმიანობის მხარდაჭერას და ამომრჩეველზე ორიენტირებული საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას.
1790682921
ხუციშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საშუალოდ 9.3%-ზე მეტით გაიზარდა, ამასთან, ქვეყანამ ფისკალური პარამეტრები უსაფრთხო დონეზე შეინარჩუნა, ხოლო კაპიტალური ხარჯები მაღალ ნიშნულზე დარჩა.ფინანსთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის ძირითადი ნაწილის მშენებლობის დასრულებაზე, ასევე საგზაო, სარკინიგზო, ენერგეტიკული და ციფრული დაკავშირებადობის განვითარებასა და ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის გაძლიერებაზე.„წლევანდელი დიალოგის თემა „ხვალინდელი დღის ინფრასტრუქტურა: ზეგავლენა და ინოვაცია“ კარგად ასახავს საერთო შეხედულებას, რომ ინფრასტრუქტურა აღარ იზომება მხოლოდ ჩვენ მიერ აშენებული გზებით, ხიდებითა თუ ენერგოსისტემებით“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.მისი თქმით, არსებული საჭიროებების ფონზე მნიშვნელოვანია ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც რეგიონებს დააკავშირებს და ღირებულებათა ჯაჭვების შეუფერხებელ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.ხუციშვილმა ასევე ისაუბრა AIIB-ის წევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობისა და დიალოგის გაძლიერების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით ბანკის როლის გააქტიურებაზე.მინისტრმა მადლობა გადაუხადა კატარის მთავრობასა და AIIB-ის გუნდს ფორუმის ორგანიზებისთვის და ბანკის ახალ პრეზიდენტს ყოველწლიური შეხვედრის წარმატებით ჩატარებისთვის.
1790681183
ახალი თუ მეორადი ელექტრომობილის შეძენა, პროკრედიტ ბანკის სესხით, ახლა კიდევ უფრო მომგებიანია - დაფინანსების სპეციალურ პირობებთან ერთად, საჩუქრად „დატენეს" ქსელში დამუხტვას იღებ.სესხის პირობები:• თანამონაწილეობა: 0%-დან• გაცემის საკომისიო : 1%• ვადა: 72 თვემდე l• უზრუნველყოფა: შეძენილი ავტომობილით•საპროცენტო განაკვეთი:13,5%-დან , ეფექტური 14,93%-დანსაჩუქარი: 200 კვტ.სთ „დატენეს" ქსელშისესხის აღებისას, მიიღებ პრომო კოდს 200 კვტ.სთ-ის დამუხტვისთვის, მოდელის მიხედვით ესდაახლოებით 1,000-1,500 კმ უფასო გადაადგილებასნიშნავს. შეარჩიე სასურველი ელექტრომობილი, შეავსე სესხის ონლაინ განაცხადი და მიიღე შეთავაზება.„დატენეს" ქსელი მუდმივად იზრდება - გადმოწერე აპლიკაცია
1790679714
მერის მრავალწლიანი გლობალური გამოცდილება მოიცავს ბრენდისა და მარკეტინგული კომუნიკაციების, საერთაშორისო პარტნიორობებისა და სპონსორობების მიმართულებებს.მერის გამოცდილება აერთიანებს იმას, რაც დღეს თიბისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: ბრენდს, ბიზნესს, ტექნოლოგიებსა და ადამიანებთან რეალური კავშირის შექმნას. მისი პროფესიული გზა საქართველოდან დაიწყო და სამ კონტინენტსა და ხუთ ქვეყანას მოიცავს. მუშაობდა გლობალურ საკონსულტაციო ფირმა Elevate-ში, არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთ წამყვან სატელეკომუნიკაციო კომპანია du-ში. ასევე, მართავდა Expo 2020 Dubai-ს სასპონსორო მიმართულებას, სადაც ქვეყნის წინაშე შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ოქროს მედალი გადაეცა.სხვადასხვა ეტაპზე, მერის საქმიანობა საერთაშორისო დონეზე არაერთხელ აღინიშნა, მათ შორის Marketing Innovation Leader of the Year-ის ჯილდოთი. პარტნიორობებისა და ბრენდული აქტივაციების მიმართულებით. ბოლო წლებში მერი მუშაობდა ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან როგორებიცაა PepsiCo, Mastercard, Samsung, BMW და სხვა.მერი კოკაიას თიბისის გუნდთან შემოერთება თიბისის სტრატეგიის ნაწილია - საერთაშორისო გამოცდილების მქონე ქართველი პროფესიონალები სამშობლოში დააბრუნოს, მათი ცოდნა და გამოცდილება ქართული კომპანიისა და ზოგადად ქვეყნის განვითარებას მოახმაროს.„მოხარული ვარ, რომ მერი მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილებით საქართველოში დაბრუნდა და ჩვენ შემოგვიერთდა. დღეს თიბისის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გამორჩეული ბრენდი აქვს საქართველოში, რაც წლების განმავლობაში ჩვენი გუნდის მიერ განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტისა და ინიციატივის შედეგია. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ბრენდი და მეტად დავაკავშიროთ ის თიბისის ბიზნესთან, პროდუქტებთან და მომხმარებლის ყოველდღიურ გამოცდილებასთან“ - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.„საქართველოში დაბრუნება ჩემთვის მხოლოდ ახალი პროფესიული ეტაპის დაწყებას არ ნიშნავს. 14 წლიანი საინტერესო საერთაშორისო გამოცდილების შემდეგ, მიხარია, რომ თიბისის გუნდს შევუერთდი - კომპანიას, რომელიც უკვე 33 წელია საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად შესაძლებლობაა, თიბისის გუნდის მიერ შექმნილი გამორჩეული ბრენდი ჩემი გამოცდილებით გავაძლიერო და ამ გზით, ქვეყნის განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანო.18 წელია თიბისის მომხმარებელი ვარ და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პირადად ვგრძნობდი იმ ზრუნვასა და ყურადღებას, რომელიც თიბისის ადამიანებთან ურთიერთობის მნიშვნელოვანი ნაწილია. დღეს, უკვე როგორც გუნდის წევრი, კიდევ უფრო მკაფიოდ ვხედავ თიბისის მისიას - ცხოვრების ყოველ ეტაპზე ჩვენს მომხმარებლებს კიდევ უფრო გავუმარტივოთ ყოველდღიურობა“ - მერი კოკაია, თიბისის მარკეტინგის დირექტორი.მერის მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილება და სტრატეგიული ხედვა კიდევ უფრო გააძლიერებს თიბისის ამბიციას - შექმნას გარემო, სადაც მიზანსწრაფული, გამბედავი და მომხმარებელზე ორიენტირებული გუნდი რეალურ ღირებულებას უქმნის და ყოველდღიურობას უმარტივებს ადამიანებს.
1790677996
სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 14.83% შეადგინა.ცენტრალური ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 565.93 მლნ ლარით, ანუ 1.28%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 270.41 მლნ ლარით, ანუ 0.87%-ით გაიზარდა.ამასთან, სებ-ის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2026 წლის აგვისტოს ბოლოს, ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 11.20 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 0.26%-ით მეტია, ხოლო უცხოური ვალუტით 21.57 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვის იგივე მაჩვენებელს 1.29%-ით აღემატება.ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2026 წლის აგვისტოს განმავლობაში 1.28%-ით, ანუ 518.80 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და აგვისტოს ბოლოსათვის 41.15 მილიარდი ლარი შეადგინა.2026 წლის აგვისტოს ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 58.80% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.10 პროცენტული პუნქტით.
1790677007
ცენტრალური ბანკის ცნობით, დეპოზიტების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 21.67% შეადგინა. აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 626.70 მილიონი ლარით, ანუ 1.71%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.06 მილიარდი ლარით, ანუ 2.84%-ით გაიზარდა.სებ-ის ანგარიშის მიხედვით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2026 წლის აგვისტოს ბოლოსათვის 56.81 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.01 პროცენტული პუნქტით.ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, აგვისტოში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.78% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.68% , ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.31%.უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 77.45% , ხოლო ევროს წილმა 20.00% შეადგინა.
1790676929
ვისია მაგნოლიას გრანდიოზული სასახლე და რა დაუჯდა ნათია ჯანაშიას და მის...
1789976742
“ბანკები და ფინანსებმა” ნათია ჯანაშიას კიდევ ერთ გადამალულ ვილას მიაგნ...
1790590133
„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო...
1789735560
ნათია ჯანაშია ბრიტანულ-ქართული აკადემიის წინააღმდეგ - სასამართლო ქრონი...
1789723878
ნათია ჯანაშია “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” წინააღმდეგ
1789455032













