გალთ & თაგარტის 18–22 მარტის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციების ფასები წინა კვირის რეკორდულად მაღალი მაჩვენებლებიდან მცირედით ჩამოვიდა.

კერძოდ, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 47.85 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.24% წინა კვირასთან შედარებით და +4.70% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 379 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 46.85 - 49.45 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 70 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 31.45 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.78% წინა კვირასთან შედარებით და +6.25% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 273 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 31.30 - 32.70 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 63 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 13.12 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -4.51% წინა კვირასთან შედარებით და +5.98% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 392 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 12.90 - 13.64 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 116 ათასი აქცია შეადგინა.