Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვის თანახმად, გასულ კვირაში ლონდონის ბირჟაზე საქართველოს ბანკის და თიბისი ბანკის აქციების ფასი გაიზარდა.

საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 36.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.82% წინა კვირასთან შედარებით და +4.09% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 200 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 35.55 - 37.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 59 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფი (TBCG LN) თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 29.85 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.88% წინა კვირასთან შედარებით და +6.04% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 168 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 29.15 - 30.15 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 41 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს კაპიტალი (CGEO LN) Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 9.84 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -3.53% წინა კვირასთან შედარებით და +3.25% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 109 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.81 - 10.52 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 77 ათასი აქცია შეადგინა.