უზბეკეთის პრეზიდენტმა, შავქათ მირზიოევმა ძლიერი სიცივის პერიოდში, საცხოვრებელ კორპუსებში, დავალიანების მიზეზის გამო ელექტროენერგიის და გაზის გათიშვა აკრძალა.

ამის შესახებ დღეს, 16 იანვარს, საინფორმაციო სააგენტო "ფერგანა" რესპუბლიკის მეთაურის პრესმდივანზე შერზოდ ასადოვზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც სააგენტო იტყობინება, ზამთრის სეზონზე მოსახლეობის ენერგორესურსების უწყვეტი მიწოდების შესახებ გამართულ შეხვედრაზე, მირზიოევმა პრემიერ-მინისტრს აბდულა არიპოვს და ენერგეტიკის მინისტრს ჯამშიდ მირზამახმუდოვს, დაავალა შეექმნათ მოსახლეობის დაუყოვნებელი დახმარების გაწევის სისტემა - არახელსაყრელი ენერგომომარაგების თვალსაზრისით, ყველა შესაძლებლობის გამოყენებით და არსებული რესურსების სამართლიანად განაწილებით.

პრეზიდენტმა მოითხოვა ორ თვეში უცხოეთიდან კვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვა და ენერგეტიკის სექტორში მართვისა და წარმოების პროცესების გაციფრულების პრაქტიკული მუშაობის დაწყება.

„ელექტროენერგიითა და გაზის მიწოდების შეფერხების ყველა შემთხვევაში აუცილებელია გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება და მოსახლეობამდე მიტანა, აგრეთვე ინფორმირება, თუ რამდენ ხანში იქნება აღმოფხვრილი პრობლემები“, - განაცხადა მირზიოევმა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზამთრის სეზონისთვის მზადების წარუმატებლობის გამო, თანამდებობები დატოვეს უზბეკეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ შერზოდ ხოჯაევმა, ტაშკენტის ჰოკიმ (მერმა) ჯახონგირ არტიხოჯაევმა, ისევე როგორც სხვა მაღალჩინოსნებმა.

რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ენერგეტიკის სექტორში კორუფციის აღმოსაფხვრელად ღონისძიებების გატარება დაევალა.

სანდრო პირველი