ირანის ნავთობის მინისტრმა, ჯავად ოუდჯიმ განაცხადა, რომ ქვეყანა 2030 წლისთვის გაზრდის გაზის მოპოვების მოცულობას დღევანდელი 1,07-დან 1,3 მილიარდ კუბურ მეტრამდე დღეში.
ახლა სანქცირებული ირანი განიცდის სირთულეებს ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში ინვესტიციების მოზიდვაში, რაც მას არ აძლევს საშუალებას სწრაფად გაზარდოს წარმოების მოცულობა.
თუმცა, ოუდჯიმ გამოაცხადა ირანის მომავალი წამყვანი როლი გაზის გლობალურ ბაზარზე.
ამ მიზნით, მინისტრის თქმით, დაახლოებით 80 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, თუმცა, ასეთი მასშტაბური ინვესტიციების წყარო არ დაასახელა.
ამჟამად ირანი წელიწადში 250 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტ გაზს მოიხმარს, მოხმარება კი იზრდება, ამიტომ ქვეყანას შესაძლოა არა მხოლოდ პრობლემები შეექმნას საექსპორტო ამბიციების განხორციელებაში, არამედ გაზის შიდა დეფიციტის კუთხითაც.