ევროსტატის მონაცემებით, 2022 წლის შედეგების მიხედვით, აზერბაიჯანმა ევროკავშირის ქვეყნებში ბუნებრივი აირის ექსპორტით 15,6 მილიარდ ევრო გამოიმუშავა.

გაზის იმპორტის მხრივ პირველ ადგილს იტალია იკავებს, რომელმაც ამაზე 13,2 მილიარდი ევრო დახარჯა. მეორე ადგილზეა საბერძნეთი 1,9 მილიარდი ევროთი, მესამეზე ბულგარეთი 383 მილიონი ევრო.

გასულ წელს აზერბაიჯანული გაზის ექსპორტი 22,3 მილიარდ ევრომდე გაიზარდა (ზრდა 18%-ით). ევროპის ქვეყნებმა შემოიტანეს 11,4 მილიარდი კუბური მეტრი, რაც თითქმის 40%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით.