თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი ყოველკვირეულ განახლებაში წერს, რომ მათივე მოლოდინის შესაბამისად, წმინდა სავალუტო შემოდინენები უკვე ზედიზედ მეორე თვეა უმჯობესდება.

„მართლაც, როგორც გასულ კვირას აღვნიშნეთ, მიუხედავად იმისა, რომ ნოემბრის შესაბამისი მაჩვენებლები ჯერჯერობით არაა ხელმისაწვდომი, ვფიქრობთ, რომ ლარის მცირედით, მაგრამ მაინც გამყარება, ოქტომბრის მსგავსად, სავარაუდოდ სწორედ წმინდა სავალუტო შემოდინებების შედეგია. იმ ფონზე, როდესაც 15 ნოემბრის მდგომარეობით დეპოზიტების სავალუტო კომპოზიცია უფრო მეტად ვალუტის დეპოზიტების ზრდას აჩვენებს, ლარის გაუფასურება არ იკვეთება.

თავისთავად, სავალუტო ბაზარზე სების ფაქტორიც გასათვალისწინებელია, თუმცა ჩვენი შეფასებით, არ გვახსენდება ეპიზოდები, როდესაც გამყარება ან გაუფასურება, ინტერვენციის შედეგი ყოფილა, რადგანაც, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტერმინოლოგიას თუ გამოვიყენებთ, მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმში, ინტერვენციები უფრო მეტისმეტი მერყეობის თავიდან ასაცილებლად არის გამიზნული, ვიდრე გაცვლითი კურსის მიმართულების განსაზღვრისათვის“, – წერს თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი.