ჩვენი ეკონომიკა საკმაოდ მედეგია, განიცდის ყოველმხრივ გაუმჯობესებას და ზრდას, რაც საკმაოდ მაღალ ეკონომიკურ ზრდაში ვლინდება, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ეკონომისტმა ოთარ ანგურიძემ განაცხადა.

„მეორეს მხრივ ვხედავთ, რომ ეს მაჩვენებლები არამხოლოდ ეკონომიკურ ზრდაში გვაქვს, არამედ პირიქით - შემცირებულ ინფლაციაშიც“, - აღნიშნა ანგურიძემ.

ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 0.1 პროცენტი შეადგინა. შესაბამის მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ფასებზე ამან გარკვეული გავლენა იქონია. ფასების შემცირება დაფიქსირდა სურსათისა და მედიკამენტების ჯგუფებზე.

მთავრობის ეკონომიკურ გუნდში იმედი აქვთ, რომ წლის ბოლომდე ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან ნიშნულს ქვემოთ შენარჩუნდება.