2023 წლის აგვისტოში ფულადი გზავნილების მოცულობამ  287 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 14%-ით (47.3 მლნ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.

აგვისტოშიც ფულად გზავნილებში რუსეთი ლიდერობს, საიდანაც 60.3 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც თითქმის 45.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია. მთლიან გზავნილებში რუსეთის წილი 21%-ს შეადგენს. მეორე ადგილს 45 მლნ დოლარით იტალია იკავებს, წლიური ზრდა 23%-ია.

შემდეგ მოდის აშშ, საიდანაც აგვისტოში ფულადი გზავნილები 37.6%-ით გაიზარდა და 40.2 მლნ დოლარი შეადგინა. მეოთხე ადგილზეა გერმანია 20.4 მლნ დოლარით, წლიური ზრდა კი 33%-ს შეადგენს. მეოთხე ადგილს საბერძნეთი იკავებს თითქმის 20 მლნ დოლარით, აქ ზრდა 6%-ია. ფულად გზავნილებში მეხუთე ადგილზეა 18.7 მლნ დოლარით ყაზახეთი, საიდანაც ზრდა 55%-ია.

2023 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 29.2 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის აგვისტოს მაჩვენებელთან შედარებით 1%-ით ნაკლებია.