მთავრობის დადგენილების თანახმად, საქართველოში ფქვილის იმპორტზე დროებითი საიმპორტო გადასახადი ორშაბათიდან, 12 ივნისიდან ამოქმედდება.

დადგენილების თანახმად, დროებითი გადასახადი 12 ივნისიდან 1-ელ ნოემბრამდე პერიოდში იმოქმედებს.

როგორც მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი, იმპორტირებულ 200 კგ-ზე ზევით ყოველ 1 კგ-ზე გადასახადი 20 თეთრი იქნება, რაც ტონაზე 200 ლარი გამოდის. სწორედ აღნიშნული საფასური იყო დაანონსებული ბიზნესის თუ მეწარმეების მხრიდანაც.

პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, მალხაზ დოლიძე აცხადებდა, რომ ტონაზე 200 ლარის დაწესების შემთხვევაში, სოციალურ პურზე ფასის ზრდა არ მოხდება.