2023 წელს კოსმეტიკური და კანის მოვლის საშუალებების იმპორტის ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, შარშან საქართველოში 74,173 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია შემოვიდა, რაც გასულ წლებში ყველზე მაღალი მაჩვენებელია.

ამასთან, 2023 წელს ყველაზე მეტი პროდუქცია შემოვიდა საფრანგეთიდან, რომელზეც მთლიანი იმპორტის 19% მოდის, შემდეგია რუსეთი - 8,7%-ით და გერმანია - 8,2%-ით.

ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებსაც კოსმეტიკურ და კანის მოვლის საშუალები ყველაზე დიდი რაოდენობით შემოაქვთ?

2023 წლის მდგომარეობით, ეს კომაპნიებია: სს გეფა, შპს Fashion Retail Georgia, შპს ავერსი-ფარმა, შპს აკადემი გრუპ, შპს აკადემი გრუპ, შპს ეივონ კოსმეტიკს საქართველო, შპს ივერია ფრანსი, შპს ნავნე, შპს პრესტიჟი, შპს პსპ ფარმა.

რეპორტალის მონაცემებით, სს გეფას კონსოლიდირებული ანგარიშგების მიხედვით, 2022 წლის მდგომარეობით, ჯგუფის აქციონერთა სტრუქტურა ასეთი იყო: კომპანიის 77%-იანი წილი სს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს ეკუთვნოდა, 20% - ენრიკო ბერიძეს, ხოლო 3% - მიხეილ აბრამიძეს. მშობელი კომპანია ფლობს ჯგუფის საკონტროლო პაკეტს. ეს უკანასკნელი არის ინგლისში, ლონდონში დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საჯარო კომპანია „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ (შემდგომში „GHG“) 100%-იან საკუთრებაში მყოფი შვილობილი კომპანია. დირექტორია ანდრო თევზაძე.

შპს Fashion Retail Georgia - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის 100%-ს ფლობს შპს Retail Group Georgia, რომლის 80% საუდის არაბეთში რეგიუსტრირებულ Advanced Retail International Co-ს, ხოლო 20% არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რეგისტრირებულ International Fashion Trading Limited-ს ეკუთვნის. Fashion Retail Georgia-ს დირექტორია კანადის მოქალაქე იბრაჰიმ ბელბესი აჰმედ იოუსსეფი.

შპს ავერსი-ფარმა - კომპანიის 67% ეკუთვნის პაატა კურტანიძეს, 33% კი ნიკოლოზ კურტანიძეს. ავერსი-ფარმას გენერალური დირექტორია გიორგი მელანაშვილი.

შპს აკადემი გრუპ - კომპანიის მფლობელები რუსეთ საქართველოს ორმაგი მოქალაქეები არიან, კერძოდ, 60% ეკუთვნის ირინა კაპანაძეს, 10-10% ნია და თეია ფხაკაძეებს, 5-5% ლელა და კახაბერ ფხაკაძეებს, ხოლო 10% რუსეთის მოქალაქეს ნათია ჩიგირინსკაიას. დირექტორია ირინა კაპანაძე.

შპს ეივონ კოსმეტიკს საქართველო - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია ეკუთვნის ნიდერლანდებში რეგისტრირებულ შპს ეივონ ნეზერლენდს ჰოლდინგს. დირექტორია ანა ცხადაძე.

შპს ივერია ფრანსი - კომპანიის 60%-ანი წილი ეკუთვნის ლერი ფხაკაძეს, 40% გოჩა ჯიხვაშვილს. დირექტორია - ქეთევან ტორონჯაძე.

შპს ნავნე - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის 50-50%-იან წილებს იყოფენ დავით გიგაური და ეკატერინე ნადირაძე. დირექტორია ეკატერინე ნადირაძე.

შპს პრესტიჟი - კომპანიის 25%-იანი წილები განაწილებულია შემდეგ პირებზე: პაატა გიგაური, გიორგი მედულაშვილი, ნინო ალიბეგაშვილი, დავით მედულაშვილი (საფრანგეთის მოქალაქე). კომპანიის დირექტორია მაია პაპალაშვილი.

შპს პსპ ფარმა - კომპანიის 95% ეკუთვნის დეპუტატ კახაბერ ოქრიაშვილს, ამჟამად წილის მმართველია ვაჟა ოქრიაშვილი, 5% კი თენგიზ ჯამელაშვილს. კომპანიის დირექტორია ვაჟა ოქრიაშვილი.

 

წყარო: bpn.ge