მადრიდი, ბრიუსელი, ფრანკფურტი, ჰამბურგი და პოზნანი - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულებები დაემატა.

Wizz Air-მა მესამე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა, რაც საშუალებას იძლევა ახალი მიმართულებების გარდა, ფრენის სიხშირეები გაიზარდოს უკვე არსებულ მიმართულებებზე, ასევე შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები.

5-ვე მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება.

მესამე ბაზირებული ხომალდის დაბრუნებასთან დაკავშირებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ავიაკომპანიის, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრენ.