სასტუმროებისა და აპარტჰოტელების 70%-იანი თანადაფინანსების პროექტი საქართველოში

2025 წლის 5 მაისიდან საქართველოში ამოქმედდება ახალი თანადაფინანსების პროგრამა კანადიდან, რომელიც განკუთვნილია ახალი სასტუმროებისა და აპარტჰოტელებისთვის.

პროექტი უზრუნველყოფს 70%-იან სრულ დაფინანსებას საკონსულტაციო მომსახურებებისთვის იმ პროექტებისთვის, რომლებიც გეგმარების ან მშენებლობის ეტაპზე იმყოფებიან.

ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს მომავალი სასტუმროს მფლობელებს თავიანთი პროექტების წარმატებით განხორციელებაში.

გარდა ამისა, კომპანია აქტიურად ითანამშრომლებს ქართველ დეველოპერებსა და ინვესტორებთან, რომლებსაც სურთ კანადურ ბაზარზე შესვლა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა სასტუმროების, აპარტამენტებისა და კომერციული ფართების განვითარება.

HORECA Management Group-ის ტორონტოს ოფისი უზრუნველყოფს სრულმასშტაბიან მხარდაჭერას სასტუმრო სექტორისთვის კანადაში  დაწყებული კონცეფციის შექმნითა და დაგეგმვით, დამთავრებული ოპერაციული ამოქმედებითა და სტუმრების მიღებით, რომელიც მორგებულია კანადური სტუმართმოყვარეობის სექტორის სპეციფიკაზე.