საქართველოს რკინიგზის განცხადებით, 8 თებერვლიდან განახლდება სამგზავრო მიმოსვლა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რკინიგზის თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომის შედეგად, ლიანდაგები სრულად გაწმენდილია.

„ძვირფასო მგზავრებო, საქართველოს რკინიგზის თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომის შედეგად, ლიანდაგები სრულად გაწმენდილია და 8 თებერვლის დილიდან განახლდება სამგზავრო მიმოსვლა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისათვის, უხვი ნალექის გამო, დასავლეთ საქართველოში, მოლითში მეწყერი ჩამოწვა რის გამოც რეისზე არსებულმა მატარებლებმა ვეღარ გააგრძელეს მოძრაობა. ამასთანავე, უამინდობის გამო 7 თებერვლის რეისებიც გაუქმდა.