ახალი ამბები

სხვა სიახლეები
წელს პირველად საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღე აღინ...

პროფესიული დღის აღსანიშნავად ღონისძიება ეროვნულ სასახლეში გაიმართა და ის საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნეს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს. გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის მნიშვნელობაზე, საარჩევნო პროცესის ორგანიზებაში ჩართული პროფესიონალების როლსა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში საარჩევნო ინსტიტუტების მნიშვნელობაზე.საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საარჩევნო ადმინისტრაციას პროფესიული დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო მტკიცე ინსტიტუტებზე დგას.„დღევანდელი დღის დაწესებით ჩვენ ღირსეულ პატივს მივაგებთ დიდ სახელმწიფოებრივ მემკვიდრეობას, ვიცავთ ინსტიტუციურ მეხსიერებას და სათანადოდ ვაფასებთ თითოეული საარჩევნო მოხელის ფასდაუდებელ ღვაწლს. ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო მტკიცე ინსტიტუტებზე დგას. საქართველოში ხელისუფლების ერთადერთი წყარო ქართველი ხალხია, ხოლო საარჩევნო ადმინისტრაცია არის ის საკვანძო სახელმწიფოებრივი რგოლი, რომელიც თითოეული მოქალაქის ნებას ასახავს. არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზებასთან ერთად თქვენი უწყება წარმატებით ემსახურება საარჩევნო კულტურის განვითარებასა და საზოგადოების, განსაკუთრებით კი მომავალი თაობების, ცნობიერების ამაღლებას. სწორედ თქვენს პროფესიონალიზმზე, კანონისადმი და საქმისადმი ურყევ ერთგულებაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და საზოგადოებრივი სტაბილურობა. გასული წლების განმავლობაში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ განვითარების რთული, ამავდროულად, შთამბეჭდავი გზა განვლო. დღეს ის წარმოადგენს მოდერნიზებულ, საერთაშორისო სტანდარტების ინსტიტუტს, რომელიც მოწინავე ელექტრონული ტექნოლოგიებით, გამჭვირვალე პროცედურებითა და მაღალკვალიფიციური კადრებით გამოირჩევა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ კანონის უზენაესობა, მიუკერძოებლობა და გამჭვირვალობა ცესკოს მუშაობის ქვაკუთხედია.„ეს თარიღი არ არის შემთხვევითი, ადგილიც სიმბოლურია. 1918 წლის 22 ნოემბერს სწორედ ამ შენობაში დაამტკიცა საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დებულება დამფუძნებელი კრების არჩევნებისა და აირჩია ცენტრალური საპარლამენტო საარჩევნო კომისიის პირველი შემადგენლობა. ეს იმ დროისთვის მსოფლიო მასშტაბით პროგრესული აქტი იყო. 108 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი და ფარული კენჭისყრა დაადგინეს, ქალებსა და კაცებს კი თანაბარი ხმის უფლება მიანიჭეს. სწორედ ამ დოკუმენტს ეყრდნობა საქართველოს დღევანდელი დემოკრატიული საარჩევნო სისტემა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დაიხვეწა არჩევნების ორგანიზების წესები და დაინერგა თანამედროვე ტექნოლოგიები. ფორმები შეიცვალა, პრინციპები უცვლელი დარჩა. კანონის უზენაესობა, მიუკერძოებლობა და გამჭვირვალობა ცესკოს მუშაობის ქვაკუთხედია. არჩევნების გზით მოქალაქეთა ნების თავისუფალი გამოხატვა დემოკრატიის არსია, ამიტომ გამართული საარჩევნო პროცესი ქვეყნის სტაბილურობისა და წინსვლის საყრდენია. ეს საქმე კომისიის თითოეულ თანამშრომელზე, თქვენს პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერ შრომაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა პრემიერმა.ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა:„საარჩევნო ადმინისტრაციას განსაკუთრებული ადგილი უკავია სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის. მართალია, თქვენ არ განსაზღვრავთ ქვეყნის პოლიტიკურ მომავალს, მაგრამ თქვენ ქმნით პირობებს, რომ ეს მომავალი თავად ქართველმა ხალხმა განსაზღვროს. კანონმა სწორედ თქვენ დაგაკისრათ არჩევნების ადმინისტრირებისა და ხალხის მიერ გამოხატული ნების ოფიციალურად ასახვის პასუხისმგებლობა. ეს არის დიდი პატივი და, ამავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობა. გასული წლების განმავლობაში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ მნიშვნელოვანი პროფესიული და ტექნოლოგიური განვითარების გზა გაიარა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების ფართომასშტაბიან დანერგვას. ამ პროგრესის მიღმა დგას ათასობით ადამიანის შრომა, პროფესიული ცოდნა და გამოცდილება“.გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, 22 ნოემბერი თითოეული საარჩევნო ადმინისტრატორის პროფესიული დღეა და მისი დაწესება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საარჩევნო ადმინისტრაციის ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და პროფესიული საქმიანობის დაფასების მიმართულებით. მისი თქმით, ამ დღის აღნიშვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან არჩევნების ორგანიზებასთან ერთად საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი საარჩევნო კულტურის განვითარება, ინსტიტუციური მეხსიერების შენარჩუნება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. აღნიშნული თარიღი არა მხოლოდ სიმბოლურ, არამედ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო და ინსტიტუციურ დატვირთვასაც ატარებს. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, პროფესიულ დღედ 22 ნოემბრის განსაზღვრა ქვეყნის საარჩევნო ისტორიის უმნიშვნელოვანეს მოვლენას უკავშირდება: 1918 წლის 22 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დაამტკიცა კანონი „დებულება დამფუძნებელი კრების არჩევნებისა“. აღნიშნულმა საკანონმდებლო აქტმა საფუძველი ჩაუყარა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების არჩევნების ორგანიზებას. ამასთან, საარქივო მასალების თანახმად, სწორედ 1918 წლის 22 ნოემბერს დამფუძნებელმა კრებამ აირჩია ცენტრალური საპარლამენტო საარჩევნო კომისიის პირველი შემადგენლობა.„ჩვენ ახლა ეროვნულ სასახლეში ვიმყოფებით, რადგან სწორედ ამ შენობაში 1918 წლის 22 ნოემბერს მიიღეს პირველი ქართული საარჩევნო სამართლებრივი აქტი - საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დაამტკიცა კანონი „დებულება დამფუძნებელი კრების არჩევნებისა“. ეს ისტორიული თარიღი გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ხმა და მათი არჩევანის თავისუფლება. სწორედ ამიტომ, ამ მნიშვნელოვან ისტორიულ საფუძველზე დაყრდნობით, 2026 წლიდან ჩვენ ვამკვიდრებთ ახალი ტრადიციას - ყოველწლიურად აღვნიშნოთ „საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღე“. ეს არ არის მხოლოდ ისტორიული თარიღის აღნიშვნა. ეს არის ჩვენი ქვეყნის საარჩევნო მემკვიდრეობის შენარჩუნება, იმ ადამიანების შრომის პატივისცემა და დაფასება, რომლებიც ამ პროცესის განვითარებაში იღებდნენ მონაწილეობას. და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მომავალი თაობებისთვის ამ ღირებული ისტორიის გაზიარება. გვჯერა, რომ ისტორიის ცოდნა გვაძლევს შესაძლებლობას, ღირსეულად ვცეთ პატივი ჩვენს წარსულს, უკეთ გავიაზროთ დღევანდელი პასუხისმგებლობა და მომავლის მნიშვნელობა“, - აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ.ღონისძიების ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარემ მოწვეულ სტუმრებს პრეზენტაცია „1918 წლის დებულებიდან თანამედროვეობამდე“ წარუდგინა. პრეზენტაცია საქართველოს საარჩევნო სისტემის ისტორიულ განვითარებას, მის სამართლებრივ საფუძვლებსა და საარჩევნო ადმინისტრირების ევოლუციას შეეხებოდა.ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა დაჯილდოების ცერემონია იყო. გიორგი კალანდარიშვილმა და ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისთვის 49 საარჩევნო მოხელეს სპეციალური მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.ღონისძიება 26 ნოემბერს გაიმართა და მას ცესკოს, უსკოს, საოლქო საარჩევნო კომისიების, ცესკოს სწავლების ცენტრის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, პარტნიორი სახელმწიფო უწყებებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების მხარდაჭერისთვის საარჩევნო ადმინისტრაცია მადლობას უხდის თბილისის მერიასა და ეროვნულ სასახლეს.

1795705471

მდინარე გუბისწყალზე „ქუთაისი-სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის საჰაერო...

რეაბილიტაციის აუცილებლობა, მდინარის მარცხენა სანაპიროზე განვითარებულმა წყლის მიერმა ეროზიამ და ნაპირის ჩამოშლამ განაპირობა.პროექტის ფარგლებში, საჰაერო გადასასვლელის სიგრძე გაიზრდება. მდინარის ნაპირს დაშორებულ არეალში კი გაზსადენი კვლავ მიწისქვეშა წესით გაგრძელდება და მოქმედ მაგისტრალურ მილსადენს შეუერთდება.პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად აღმოფხვრის სეროზიულ რისკებს და ბუნებრივი აირის უსაფრთხო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

1795705277

დღესასწაული მალე დაიწყება – განაახლე საქართველოს ბანკის მობილბანკი

შესაბამისად, იმისთვის, რომ ეს განსაკუთრებული სიახლე არ გამოგრჩეს, განაახლე საქართველოს ბანკის მობილბანკი.აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის მობილბანკი საქართველოში საუკეთესო მობილბანკად არის აღიარებული საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის მიერ. აპლიკაცია მომხმარებლებს ყოველდღიური საბანკო სერვისების გარდა, მრავალფეროვან არასაბანკო შესაძლებლობებსაც სთავაზობს და ერთ სივრცეში აერთიანებს ფინანსურ პროდუქტებს, შეთავაზებებსა და სხვადასხვა საჭირო ციფრულ პროდუქტს.

1795702047

ირაკლი ნადარეიშვილი: საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები მყარ სა...

„ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ სექტორად რჩება. 2025 წელს საქართველომ 7,8 მილიონზე მეტ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა, ხოლო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 4,7 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. სექტორი საქართველოს მშპ-ის დაახლოებით 9,4%-ს შეადგენს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა თბილისში გამართულ ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სახელწოდებით „მეტი, ვიდრე მოგზაურობა - მიმართულებიდან გამოცდილებამდე“ მინისტრის მოადგილემ ისაუბრა როგორც საქართველოს ტურიზმის სექტორში არსებულ ტენდენციებზე, ისე გლობალურ ტრენდებსა და გამოწვევებზე.„საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები მყარ საფუძველს ქმნის ტურიზმის სექტორში ინვესტიციებისა და ზრდის გასაგრძელებლად. იგი ხელს უწყობს დასაქმებას, რეგიონულ განვითარებას, ინვესტიციებსა და მომიჯნავე დარგების ფართო სპექტრს“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.ამასთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ტურიზმის სექტორის ფუნდამენტურ როლს და მნიშვნელობას მსოფლიო ეკონომიკაში, რასაც გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) 2025 წლის მონაცემებიც ადასტურებს - ტურიზმიდან მიღებულმა საექსპორტო შემოსავლებმა დაახლოებით 2,2 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა.„მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭოს (WTTC) შეფასებით, ტურიზმის სექტორის წილი გლობალური მშპ-ის თითქმის 10%-ს შეადგენს და მსოფლიო მასშტაბით 366 მილიონ სამუშაო ადგილს უზრუნველყოფს. აღნიშნული მაჩვენებლები მოწმობს ტურიზმის ფუნდამენტურ როლს მოსახლეობის საარსებო წყაროების მხარდაჭერაში“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ტურისტული მიმართულებების შემდგომი განვითარებაა, რისი მაგალითიც რაჭის რეგიონში მრავალძალის ახალი, ოთხსეზონიანი მთის კურორტის კონცეფციაზე მიმდინარე სამუშაოა.„სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და საჰაერო დაკავშირებადობის გაძლიერება მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება, რაც ხელს უწყობს ხელმისაწვდომობის გაზრდასა და მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი ტურისტული შესაძლებლობების შექმნას. საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო თანამშრომლობასა და ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარებას, როგორც ტურიზმის განვითარების აუცილებელ ელემენტებს“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.კონფერენცია მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას წარმოადგენს. მის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს 300-ზე მეტმა დელეგატმა საქართველოს საჯარო და კერძო სექტორიდან, დარგის პროფესიონალებმა და საერთაშორისო ექსპერტებმა.

1795701740

ნათია თურნავა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველ...

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს მაკროეკონომიკური გარემო, საბანკო სექტორში არსებული ტენდენციები, ფინანსური სტაბილურობის საკითხები და ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკის მიმართულებები განიხილეს.შეხვედრაზე აღინიშნა რომ ქართული საბანკო სისტემა ჯანსაღია და სტაბილურად ვითარდება - ბანკების კაპიტალიზაცია, ლიკვიდურობა და მოგებიანობა მაღალ ნიშნულზეა. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარების პერსპექტივებზე.შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო EBRD-თან მიმდინარე თანამშრომლობას. ბანკი წლების განმავლობაში მნიშვნელოვან ტექნიკურ დახმარებას უწევს ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს გაძლიერებისა და ფინანსური ბაზრების განვითარების მიმართულებით. მათ შორისაა პროგნოზირებისა და პოლიტიკის ანალიზის სისტემის დანერგვა, დერივატივების საკანონმდებლო ჩარჩოს განვითარება და კაპიტალის ბაზრის რეფორმების მხარდაჭერა.„EBRD-თან ჩვენი თანამშრომლობა წლების განმავლობაში გრძელდება. ის ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც 30 წლის წინ შემოვიდა საქართველოში. დღეისთვის ერთ-ერთ მსხვილი პორტფელი გააჩნია სხვადასხვა პროექტში და მათ შორის თითქმის ნახევარი დაბანდებულია ქართულ საბანკო სისტემაში.ქართული ბანკებისთვის ეს არის რესურსი, რომელიც ჩაედინება ეკონომიკაში როგორც ლარში, ისე დოლარში გასესხების გზით. ამ ეტაპზე EBRD-თან ჩვენი თანამშრომლობა ტექნიკური დახმარების სახით გრძელდება, ვეხმარებით ბანკებთან მათ ურთიერთობას. შეხვედრის ფარგლებში ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობასა და გეგმებზე. აღინიშნა, თუ რამდენად მდგრადია საქართველოს მაკროეკონომიკური გარემო, როგორ ვითარდება ჩვენი საბანკო სისტემა, რომელიც ძალიან მიმზიდველია ინვესტირებისთვის და ამ თვალსაზრისით ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს დასახული“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში. EBRD მჭიდროდ მუშაობს საქართველოს საფინანსო სექტორთან, რათა მხარი დაუჭიროს კერძო სექტორს და რეალურ ეკონომიკას საქართველოში - მცირე და საშუალო ბიზნესს, კორპორაციებს, ახალგაზრდა მეწარმეებს, ქალ მეწარმეებს, ეკონომიკის გამწვანებას.ჩვენ ამას წლებია ვაკეთებთ და კვლავაც გავაგრძელებთ. ეროვნულ ბანკთან შეხვედრის ფარგლებში, გავაცანით ფინანსურ სექტორთან მიღწეული პროგრესი. ასევე, გავცვალეთ მოსაზრებები, თუ როგორ უზრუნველვყოთ, რომ საბანკო სექტორის რეგულირება და ზედამხედველობა საუკეთესო საერთაშორისო დონეზე დარჩეს და რა შეგვიძლია გავაკეთოთ, როგორ შევიტანოთ ჩვენი წვლილი ამ ყველაფრის გაუმჯობესებაში“, - განაცხადა ფრენსის მალიჟმა.შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე და სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელები.

1795701549

Black Friday საქართველოს ბანკის sCool Card-ით - აღმოაჩინე შეთავაზებები...

შეთავაზებებით სარგებლობისთვის საჭიროა მათი წინასწარ გააქტიურება sCoolApp-ში. ამიტომ, შენაძენების გაკეთებამდე შეამოწმე აპლიკაცია და დარწმუნდი, რომ სასურველი შეთავაზებები გააქტიურებული გაქვს.სად და როდის შეგიძლია ისარგებლო sCool Card-ის შეთავაზებებით26 ნოემბერს Breezy-ში შოპინგისას დახარჯული თანხის 30% დაგიბრუნდება (მაქსიმუმ 300 ლარი)26 ნოემბერს, 21:00-დან 27 ნოემბრის 01:00 საათამდე, Biblusi-სა და Pepela-ს ღამის ბაზრობაზე 40%-იანი ქეშბექით ისარგებლებ. ქეშბექის მაქსიმალური ოდენობა 50 ლარია.27 ნოემბერს: Biblusi, XS Toys და Pepela - 40%-იანი ქეშბექი, (მაქსიმუმ 50 ლარი ჯამურად სამივე მაღაზიაში) Miniso - 40%-იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 50 ლარი) Steam - 30%-იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარი) DeFacto - 30%-იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარი) სავაჭრო ცენტრებში მდებარე Wendy’s-ის, Dunkin’-ის, Subway-სა და Tolia-ს კვების ობიექტებში 30%-იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 20 ლარი ჯამურად ოთხივე ობიექტში) 27-29 ნოემბერს Altersocks-ში 40%-იანი ქეშბექით ისარგებლებ, ხოლო Skivri-სა და Aden Cosmetics-ში შეძენისას დახარჯული თანხის 30% დაგიბრუნდება, ლიმიტის გარეშე.28 ნოემბერს კი iCity-ში შოპინგისას დახარჯული თანხის 30% დაგიბრუნდება, მაქსიმუმ 300 ლარის ოდენობით.ასე, რომ გადმოწერე sCoolApp და აღმოაჩინე შეთავაზებები. sCool Card-ის აღებას კი ამ ბმულზე შეძლებ.ინფორმაციისთვის, Black Friday-ის მრავალფეროვანი შეთავაზებების ფარგლებში, მშობლებსაც არაერთი საინტერესო შეთავაზება ელოდებათ. საქართველოს ბანკის sCool, PLUS, სუპერ PLUS, მასწავლებლის, American Express და SOLO ბარათების მფლობელებს სხვადასხვა პარტნიორ ობიექტში განსხვავებული შეთავაზებებით სარგებლობა შეუძლიათ. ყველა შეთავაზებისა და მათი პირობების სანახავად ეწვიეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებების გვერდს.

1795700272