ეროვნული ბანკი საბჭოს გადაწყვეტილებით, სების პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე გახდა.

ამასთან, სების საბჭოს ახლად არჩეული წევრი ნინო ჯელაძე ეროვნული ბანკის აღმასრულებელ რგოლში გადაინაცვლებს და ბანკის ვიცე-პრეზიდენტი იქნება.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას მიხეილ ყაველაშვილმა ნათია თურნავა სების პრეზიდენტად დანიშნა.

ნათია თურნავას კანდიდატურა მიხეილ ყაველაშვილს სების საბჭომ წარუდგინა, რომლის 4 ახალი წევრი საქართველოს პარლამენტმა 6 თებერვალს დაამტკიცა. სების საბჭო 9 წევრითაა დაკომპლექტებული.