გერმანული Volkswagen-ის მანქანების გლობალური გაყიდვები 2024 წელს 2,3%-ით შემცირდა 2023 წელთან შედარებით.
ამის შესახებ Bloomberg წერს.
გასულ წელს Volkswagen-მა მსოფლიოს მასშტაბით ბაზარს 9,03 მილიონი ავტომობილი მიაწოდა. 2023 წელს კომპანიამ 9,2 მილიონი მანქანა.
გაყიდვების შემცირებაზე გავლენა მოახდინა ჩინეთში სუსტმა მოთხოვნამ, ასევე ელექტრომობილების მიმართ ტენდენციის თანდათანობით ცვლილებამ.
ამგვარად, Volkswagen-ის მთლიანი მიწოდება ჩინეთში 9,5%-ით შემცირდა და 2,93 მილიონი ავტომობილი შეადგინა, ხოლო ელექტრომობილების გაყიდვები წლიურად 3,4%-ით შემცირდა.