აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გამოცემული აღმასრულებელი ბრძანების თანახმად, აშშ-ს სურს 2030 წლისთვის მთვარეზე ბირთვული რეაქტორის განთავსება, მთვარის მუდმივი ავანპოსტის სხვა ელემენტებთან ერთად.

„2030 წლისთვის შეიქმნას მთვარის მუდმივი ბაზის საწყისი ელემენტები, რათა უზრუნველყოფილი იყოს ამერიკული მდგრადი ჩართულობა კოსმოსში და შესაძლებელი გახდეს მარსის კვლევისთვის შემდეგი ნაბიჯების გადადგმა;

ასევე, უახლოეს მომავალში კოსმოსში ბირთვული ენერგიის გამოყენება შესაძლებელი იქნება მთვარეზე და ორბიტაზე ბირთვული რეაქტორების განთავსებით, მათ შორის მთვარის ზედაპირის რეაქტორის, რომელიც 2030 წლისთვის ექსპლუატაციაში  გასაშვებად იქნება მზად“, - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ აღმასრულებელ ბრძანებაში.