Alphabet-მა (Google-ის მფლობელი კომპანია) წმინდა მოგება 2024 წლის მეოთხე კვარტალში 28%-ით, $26.5 მილიარდამდე გაზარდა.

შემოსავალი გაიზარდა 12%-ით და 96,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, თუმცა, შემოსავალი ოდნავ დაბალი იყო, ვიდრე ექსპერტების პროგნოზები (96,68 მილიარდი დოლარი).

Google-ის სარეკლამო შემოსავალი, მათ შორის შემოსავალი ძიებიდან და YouTube-დან, გაიზარდა 72,4 მილიარდ დოლარამდე.