ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაიამ თანამდებობა დატოვა. 

ბარკალაია საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს.

„ჩემი შემდგომი კარიერის განვითარება. საქმიანობას პირველი მარტიდან საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) ექსპერტთა ჯგუფში გავაგრძელებ.

მინისტრისგან იყო შემოთავაზება, ჩვენ ამასთან დაკავშირებით არაერთხელ ძალიან კარგი საუბარი გვქონდა, უბრალოდ ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება. ამ ეტაპზე ჩემთვის და ჩემი კარიერისთვის ასე უკეთესი იქნებოდა“, - განაცხადა ბარკალაიამ.