საბანკო ინდუსტრიაში სამომხმარებლო გამოცდილების გაციფრულებაზე მზარდი მოთხოვნის ფრონტზე, თიბისი ბანკი ახალი სტანდარტის დანერგვას აგრძელებს. ამჯერად ბანკმა ქართულ ბაზარს მობაილბანკის უნიკალური ფუნქციონალი შესთავაზა: თიბისის ნებისმიერ ბარათზე სასურველი კოდის დაყენების შესაძლებლობა, პირდაპირ თქვენი მობილური აპლიკაციიდან.
ამ დრომდე საბანკო ბარათების მომხმარებლებს დისტანციურად მხოლოდ წინასწარ გენერირებული პინკოდის მოთხოვნა შეეძლოთ, ახლა კი, მომხმარებელზე მორგებული ციფრული სტრატეგიის წყალობით, პინად ციფრების სასურველი კომბინაციის დაყენებაა შესაძლებელი.
რა უნდა ვიცოდეთ თიბისი მობაილბანკის ახალ ფუნქციონალზე და კიდევ რას უნდა ელოდოს მომხმარებელი ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტისგან, ბანკის ციფრული ეკოსისტემის განვითარების გზაზე - ამ საკითხებზე თიბისის სისტემის ანალიტიკოსსა და გუნდის ლიდერს, ლევან სვანიძეს ვესაუბრეთ.
რა ხდის “პინის შეცვლის” ახალ ფუნქციონალს ინოვაციად ქართულ საბანკო ბაზარზე?
მთავარი ინოვაცია მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოში პირველად, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა ციფრული არხიდან დააყენოს სასურველი ბარათის პინი.
საიდან გაჩნდა “პინის შეცვლის” ფუნქციონალის დანერგვის ინიციატივა?
ინიციატივა მომხარებლის ქცევის ანალიზის შედეგად გაჩნდა. უფრო კონკრეტულად, ციფრული არხიდან პინის განახლების შემდეგ, მომხმარებლებს ხშირად ავიწყდებოდათ ავტომატურად დაგენერირებული ბარათის პინი და მუდმივად უწევდათ მისი ხელახლა დაგენერირება.
მომხმარებლები უკვე იცნობენ “პინის განახლების” ფუნქციონალს - რით განსხვავდება ახალი ფუნქციონალი და რამდენად უწყობს ხელს ეს ცვლილება სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას?
ძველი ფუნქციონალი იყო პინის განახლება - კონკრეტულ ბარათზე ავტომატურად გენერირდებოდა 4-ნიშნა პინკოდი და SMS შეტყობინების სახით მიდიოდა მომხმარებელთან.
რაც შეეხება პინის შეცვლის ახალ ფუნქციონალს, ამ შემთხვევაში, მომხმარებელი თავად ირჩევს მისთვის სასურველ 4-ნიშნა კოდს და აღარ სჭირდება ფიქრი იმაზე, თუ ბოლოს რა პინი ჰქონდა დაყენებული ბარათზე, როგორც ეს ბანკომატის შემთხვევაშია საჭირო.
გარდა ამისა, პინის დაყენების პროცესში გამოყენებულია ავტორიზაციის უმაღლესი სტანდარტი, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოების მაქსიმალურად დაცვას.
რამდენად არის ახალი ფუნქციონალი თიბისი ბანკის უფრო ფართო ციფრულ სტრატეგიასთან თანხვედრაში?
თიბისის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია, მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ციფრული გამოცდილების შექმნა, რომელიც ყოველდღიურ საბანკო საქმიანობას გაუმარტივებთ. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ შევქმნათ ისეთი პროდუქტები, რომლებიც რეალურად შეცვლის და განავითარებს საბანკო ეკოსისტემას.
სწორედ ამიტომ, “პინის შეცვლის” ახალი ფუნქციონალი ჩვენს ციფრულ სტრატეგიასთან სრულ თანხვედრაშია, რადგან მომხმარებელს მარტივ, სწრაფ და ეფექტურ ციფრულ გამოცდილებას სთავაზობს.
კიდევ რა ციფრულ გადაწყვეტებსა და გაუმჯობესებებს შეიძლება ელოდოს თიბისის მომხმარებელი თქვენი გუნდისგან და როგორ აგრძელებს თიბისი ციფრული ეკოსისტემის განვითარებას?
პინის ცვლილების გარდა, მობაილბანკში შეგხვდებათ სხვა სიახლეებიც, მათ შორის გადარიცხვის და გადახდების ახალი გვერდი. ასევე, დავამატეთ საერთო ხარჯების ახალი ფუნქციონალი, რომელიც დაგეხმარებათ მოგზაურობის, გართობის ან უბრალოდ სამეგობროს ყოველდღიური ხარჯები მარტივად რომ გაყოთ და მართოთ. წინასწარ ყველა სამომავლო გეგმას ვერ დავაანონსებთ, მაგრამ მუდმივ რეჟიმში ვაგრძელებთ ინოვაციური პროდუქტების და ფუნქციების დანერგვას, იმისთვის, რომ მოქნილი და კომფორტული გამოცდილება შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს.













