გალტ & თაგარტის 2–6 სექტემბრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასები, წინა კვირასთან შედარებით, მკვეთრად გაუფასურდა. ყველაზე მეტი საქართველოს ბანკმა და თიბისიმ დაკარგეს. 

კერძოდ, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 40.55 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -10.88% წინა კვირასთან შედარებით და +1.88% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 228 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 40.40 - 46.45 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 51 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 28.40 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -9.84% წინა კვირასთან შედარებით და +2.71% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 232 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 28.00 - 31.60 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 51 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 9.67 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -5.38% წინა კვირასთან შედარებით და - 0.92% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 374 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.66 - 10.32 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 113 ათასი აქცია შეადგინა.