AI-ს როლი საავტომობილო ინდუსტრიაში და ციფრული ტრანსფორმაცია — „თეგეტამ...
„თეგეტა ჰოლდინგმა“
წლებია, ციფრული
ტრანსფორმაცია
ბიზნესმოდელისა და
მომხმარებელთან
ურთიერთობის
გაუმჯობესების
ფუნდამენტად აქცია.
კომპანიის
წარმომადგენელმა
ღონისძიების მონაწილეებს
უკვე განხორციელებული და
დაგეგმილი პროექტები
გააცნო, რომლებიც სამუშაო
პროცესში AI-ს ინტეგრაციას
გულისხმობს.ბექა
ციცქიშვილი, „თეგეტა
ჰოლდინგის“ უფროსი
ტექნოლოგიური ოფიცერი: „Change
Inspire-ის მსგავს
ღონისძიებებში „თეგეტას“
მონაწილეობა
განსაკუთრებულად
მნიშვნელოვანია, რადგან
გვაძლევს საშუალებას,
პოტენციურ პარტნიორებსა
და მომხმარებლებს
გავაცნოთ ჩვენი ციფრული
მიმართულება და
გავუზიაროთ დაგროვილი
გამოცდილება.AI-ს ეპოქაში
„თეგეტა ჰოლდინგი“ არ არის
მხოლოდ ტრადიციული
მომსახურების
მიმწოდებელი, ჩვენ ვართ
კომპანია, რომელიც
ორიენტირებულია
პერსონალიზებულ და ციფრულ
გამოცდილებაზე. ჩვენი
მიზანია, მომხმარებელმა
სერვისი მიიღოს
მაქსიმალურად სწრაფად,
მარტივად და
კომფორტულად.მსგავსი
მიდგომა დღეს უკვე
ინოვაცია აღარ არის - ეს
აუცილებლობაა, რათა
კომპანიამ შეინარჩუნოს
კონკურენტუნარიანობა და
ფეხი აუწყოს ციფრულ
რეალობას. მით უმეტეს
მაშინ, როცა ინდუსტრიის
წამყვანი ბრენდები
აქტიურად მუშაობენ
ავტომობილების
წარმოებისას ხელოვნური
ინტელექტისა და ციფრული
ტექნოლოგიების
ინტეგრირებაზე - ამის
მაგალითია ხელოვნური
ინტელექტით მართვადი
მანქანები“.„თეგეტა
ჰოლდინგი“ ამ დროისთვის
ხელოვნური ინტელექტის
რამდენიმე პროექტზე
მუშაობს. ერთ-ერთია AI
ასისტენტი, რომელიც
მომხმარებლებს დაეხმარება
დიაგნოსტიკაში,
სერვისების დაჯავშნაში,
ავტონაწილების მოძიებაში.
მეორეა AI აგენტების
პროექტი, რომელიც
„თეგეტას“ თანამშრომლებს
მონაცემების სწორად
გაანალიზებასა და უკეთესი
ბიზნესგადაწყვეტილებების
მიღებაში შეუწყობს ხელს.
ასევე - AI-driven მომხმარებლების
საჭიროებაზე მორგებული
პერსონალიზებული
შეთავაზებისა და
კამპანიების
პროექტი.ტექნოლოგიური
კონფერენცია Change Inspire 2018
წლიდან იმართება.
წლევანდელი კონფერენციის
თემა „AI ჩემპიონთა ლიგა“
იყო. გლობალურმა და
რეგიონულმა ექსპერტებმა
ოთხ ძირითად
მიმართულებაზე ისაუბრეს:
ციფრული ტრანსფორმაცია, BIG
Data, კიბერუსაფრთხოება და IT
ინფრასტრუქტურა.ღონისძიებას
600-ზე მეტი მონაწილე
დაესწრო. კონფერენციის
მონაწილეებს თავიანთი
გამოცდილება გაუზიარეს
ისეთი გლობალური
ბრენდების
წარმომადგენლებმა,
როგორებიც არიან: Amazon Web Services
(AWS), Google Cloud, Oracle, Palo Alto Networks, Lenovo, Fortinet,
Cloudera.,,თეგეტა ჰოლდინგის”
შესახებ: უმსხვილესი
საავტომობილო კომპანია
კავკასიასა და ცენტრალურ
აზიაში მომხმარებელს
საავტომობილო ეკოსისტემის
სრულ სპექტრს სთავაზობს,
რაც მსუბუქ, სატვირთო და
სამშენებლო, ასევე
კომერციულ, სამგზავრო და
ინდუსტრიულ ტრანსპორტს
მოიცავს. მთელი ქვეყნის
მასშტაბით ,,თეგეტას” 28
სერვისცენტრი აქვს.
„თეგეტა“ ექსკლუზიურად
წარმოადგენს ცნობილ
ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr.
სატვირთო და სპეცტექნიკის
მიმართულებით ჰოლდინგის
პარტნიორები არიან ისეთი
დიდი ბრენდები,
როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG
და სხვები. ,,თეგეტა”
მსოფლიოს 300-ზე მეტი
წამყვანი საავტომობილო
ბრენდის იმპორტიორია
საქართველოში. ,,თეგეტა
ჰოლდინგი”, 3000-მდე
თანამშრომლით, დღეს
საქართველოში ერთ-ერთი
უმსხვილესი
დამსაქმებელია.
14:40