პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის მეოთხე კვარტალში 367 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა. წინასწარ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, გასული წლის მეოთხე კვარტლის მონაცემები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 24.4 პროცენტით აღემატება.

საქსტატის ინფორმაციით, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 314.9 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (85.7 პროცენტი). მეორე ადგილზე იმყოფება უძრავი ქონების სექტორი 65.8 მლნ. აშშ დოლარით (17.9 პროცენტი), ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 23.1 მლნ. აშშ დოლარით (6.3 პროცენტი).