„მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კაპიტალ ექსპრეს“-ს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია გაუუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განკარგულებიდან ირკვევა, რომელიც 20 დეკემბრით არის დათარიღებული.

სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კაპიტალ ექსპრესის“ ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი დაზუსტების მიზნით, კრედიტორებმა საზოგადოების ლიკვიდატორს უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ფიზიკური პირების შემთხვევაში:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კაპიტალ ექსპრესის“ მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

იურიდიული პირების შემთხვევაში:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ;
  • უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კაპიტალ ექსპრესის“ მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის ლიკვიდატორისთვის მიწოდება ხორციელდება წინამდებარე განცხადების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, აკაკი გახოკიძის ქ. N6 (ლიკვიდატორი: როინ ცაციაშვილი, ტელ: 599 511 382, ელ.ფოსტა: Roin.Tsatsiashvili@nbg.gov.ge). აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორთა პრეტენზიები არ მიიღება.

როგორც განკარგულებაშია აღნიშნული, აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი N64), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში;

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კაპიტალ ექსპრესი 2012 წელსაა დაფუძნებული და მისი 100%-იანი წილის მმართველი მაკა გოცირიძეა.