2024 წლის 5 დეკემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიკრობანკების ლიცენზირების წესის გათვალისწინებით, სს "მიკრო ბიზნეს კაპიტალზე" (MBC) მიკრობანკის საქმიანობის პირველი ლიცენზია გასცა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას თქმით, მიკრობანკების ინსტიტუტის განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოში საფინანსო სექტორში კონკურენციის კიდევ უფრო ზრდას, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის 2023-2025 წლის საზედამხედველო სტრატეგიის ნაწილია. მისი შეფასებით, ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომ მეტი საბანკო პროდუქტი გაიცეს მიკრო ბიზნესზე, მოემსახურონ ძირითად მცირე მსესხებლებს და კონკურენცია გაიზარდოს საბანკო სექტორში.

„ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომ მეტი საბანკო პროდუქტი გაიცეს მიკრო ბიზნესზე, მოემსახურონ ძირითად მცირე მსესხებლებს და კონკურენცია გაიზარდოს საბანკო სექტორში. ამავდროულად, კარგი შესაძლებლობაა იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, ვინც  ახალ ეტაპზე გადასვლისა და მეტი დაფინანსების მოპოვების მსურველია“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.