AI საოლიმპიადო კურსის ფარგლებში, მე-9-დან მე-12 კლასის მოსწავლეები, სრულიად უფასოდ, ონლაინ რეჟიმში შეისწავლიან ხელოვნური ინტელექტს ნულიდან - პროფესიულ დონემდე. ეროვნული ნაკრების ჩამოყალიბება და ზოგადად, AI პროფესიონალების ახალი თაობის აღზრდა, AI ოლიმპიადის მოსამზადებელი კურსის მთავარი მიზნებია. კურსის დასრულებისას ჩატარდება ეროვნული ოლიმპიადა, სადაც გამოვლინდება ეროვნული ნაკრები, რომელიც 2026 წელს ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOAI), საქართველოს სახელით წარდგება.აღსანიშნავია, რომ პროექტის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც დარეგისტრირებულთა ორმაგი რაოდენობა მოწმობს. წელს 500-მდე მოსწავლემ გაიარა შესარჩევი ეტაპი. გაზრდილი მოტივაციისა და მაღალი ხარისხით შესრულებული დავალებების გამო, კურსის მასშტაბი გაფართოვდა და დაგეგმილი 50 მოსწავლის ნაცვლად AI საოლიმპიადო კურსზე 150 უფროსკლასელი ჩაერთო.წლევანდელი კურსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი გოგონების გაზრდილი ჩართულობაა - მონაწილეთა 33% გოგოა, მაშინ როდესაც გასულ წელს გოგონები პროგრამაში არ მონაწილეობდნენ.ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა მოსწავლეთა რაოდენობა რეგიონებიდან კურსის მონაწილეთა 20% საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდანაა (წინა წელს მხოლოდ 7% იყო), რაც განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის ზრდასა და თიბისის და GAIA-ს ერთობლივი ძალისხმევის წარმატებულ შედეგზე მიუთითებს.შეგახსენებთ, რომ 2025 წლის აგვისტოში, საქართველომ პირველად და წარმატებით წარადგინა ეროვნული AI ნაკრები ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, პეკინში. ქართველმა ოლიმპიელებმა, რომლებიც GAIA-ს ორგანიზებულ მოსამზადებელ კურსს გადიოდნენ, პირველივე წელს, ბრინჯაოს მედლისა და საპატიო სიგელის მოპოვებაც შეძლეს.კურსის მთავარი მხარდამჭერია თიბისი.განათლება შესაძლებლობაა, მთავარია გჯეროდეს! სწორედ ამ რწმენით დგას თიბისი ახალი თაობის გვერდით. თიბისისთვის მნიშვნელოვანია, რომ განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს და ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, საკუთარი მომავალი თავად შექმნან. AI საოლიმპიადო კურსი ამ მიზნის ნათელი მაგალითია. ეს არის შესაძლებლობა, რომელიც აერთიანებს ინოვაციას, ხარისხიან განათლებას და თვითგანვითარების, ახალ თაობას კი აძლევს გზას განათლებით საკუთარი ამბავი შექმნას.
1762255358
 
    პროექტზე განაცხადების მიღება სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა და მასში მონაწილეობის სურვილი500-ზე მეტმა დამწყებმა კრეატორმა გამოთქვა. ჟიურის წევრებმა უკვე შეარჩიეს 25-მდე კონკურსანტი, რომელთაგან პირველ ეტაპზე 8 მონაწილე გადავიდა.ახალი ეპიზოდი უკვე დაიდო, სადაც გაიგებთ რა დავალებას აძლევს ჟიური პირველ 8 მონაწილეს. თვალი ადევნეთ Creator-ს საქართველოს ბანკის ახალ YouTube არხზე - არ გაჩერდე.ახალ ეპიზოდში „კრეატორის“ მონაწილეებს მენტორობას უწევს იუთუბერი ბასტო, რომელიც მათ რჩევებს აძლევს და ეხმარება პირველი დავალების შესრულებაში, რაც არის გაცნობითი ხასიათის ვიდეოს გადაღება. კონკურსის მონაწილეებმა უნდა გადაიღონ ვიდეო, სადაც საკუთარ თავს გააცნობენ ჟიურის და მაყურებელს. შესრულებულ დავალებას უკვე რეალითი შოუს შემდეგ ეპიზოდში შეაფასებს ჟიური: ნიკა კაკოიშვილი (კაკო), დათო ალავიძე (ჰიტა) და მახარა (საეჭვო კაცი).შეგახსენებთ, “კრეატორის” მონაწილეები 7 ტურის განმავლობაში შეასრულებენ მენტორებისგან მიღებულ საკონკურსო დავალებებს. ყოველი ეტაპის შემდეგ, ჟიურის შეფასებების საფუძველზე, პროექტს ერთი მონაწილე დატოვებს. ასევე, ნახევარფინალიდან მონაწილეები შეფასებისას მიიღებენ ხალხის/ მაყურებლის ხმას და ყურადღება მიექცევა მონაწილეების ვიდეოების ნახვებსა და ლაიქებს.„კრეატორის” გამარჯვებული საქართველოს ბანკისგან მიიღებს ფულად პრიზს, 20 000 ლარის ოდენობით.
1762255200
 
    მისი შეფასებით, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ქართული კომპანიებისთვის, რომ დაამყარონ შესაბამისი კონტაქტები ჩინურ კომპანიებთან იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს საქართველოს ექსპორტის პოტენციალის გამოყენება ჩინეთში და სხვადასხვა მიმართულებით.„ზოგადად, ექსპორტი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი ეკონომიკის. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ექსპორტი ყოველთვის იყო მამოძრავებელი ძალა და მთავარი მამოძრავებელი ძალა ეკონომიკური ზრდის. ამ მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართულ კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა, გააფართოონ ექსპორტის შესაძლებლობები ისეთ დიდ ბაზარზე, როგორიც არის ჩინეთი“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
1762251622
 
    ბაირახტარი განმარტავს, რომ ინფრასტრუქტურული პრობლემები სამთო კურორტების მიმართულებით განსაკუთრებით თვალსაჩინოა.,,მცირე ბიზნესმენიდან დაწყებული, რიგითი ეკონომისტით დამთავრებული, გეტყვით, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის უსასრულოდ გაწელილი ბიუროკრატიული ბარიერები, სრულიად გამოუსადეგარი და უფუნქციო ინსტიტუციები და დაწესებულებები, დაწყებული კურორტების სააგენტოდან, დამთავრებული რეგიონების განვითარების ასოციაციით. ინფრასტრუქტურულ ნაწილში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კურორტების მიმართულებაა - სამთო კურორტებს რომ შეხედოთ, ყოველთვის ინფრასტრუქტურული პრობლემა დგას. ამ დროს, მრავალი წელია, გვაქვს კურორტების განვითარების სააგენტო. წარმოიდგინეთ ბიუროკრატიის მანქანის მოუქნელობა.იყო ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტები კი და ეს თავად მინისტრმაც აღიარა, სადაც დაწყებისა და დასრულების თარიღებიც კი არ იყო მითითებული. ანუ გაიცემოდა სახელმწიფო სახსრები ისე, რომ კონკრეტული პროექტი როდის უნდა ჩაბარებულიყო, ამის ვადები არ იყო მითითებული და ამაზე პრობლემა არავის ჰქონია. ახლა დაიჭირეს ერთი ორი ადამიანი, რომ თურმე, პრობლემები ყოფილა, რაც ძალიან სასაცილოა",- აღნიშნავს ბაირახტარი.ბაირახტარი თქმით, პრობლემურია სახელმწიფო ტემდერებიც: ხშირად ერთსა და იმავე კომპანიებს ერგებათ გამარჯვება, რომლებიც „შემთხვევით“ დაკავშირებულები არიან პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან, მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტებს უკეთესი პირობები ჰქონდათ.,,საერთოდ კომიკური სიტუაციაა ტენდერებზე - შეხედეთ უბრალოდ კომპანიების ჩამონათვალს, რომლებიც მუდმივად იგებენ ტენდერებს კონკრეტული მიმართულებით და ეს კომპანიები „შემთხვევით“ ყოველთვის დაკავშირებულია „ქართული ოცნების“ შემომწირველებსა და ჩინოვნიკებთანაც კი. კონკრეტული ქეისები რომ ნახოთ, აღმოაჩენთ, რომ ისეთ კომპანიებს აქვთ მოგებული, რომლებზე გაცილებით უკეთესი პირობები სხვას ჰქონდა წარდგენილი",- აღნიშნა პაატა ბაირახტარმა.
1762249215
 
    მისივე შეფასებით, ქათმის ფეხი საქართველოში არც თუ ისე პოპულარულია, თუმცა ჩინელები დიდი სიამოვნებით წაიღებენ. გარდა ამისა, მანვე აღნიშნა, რომ ქათმის ფეხებზე მზარდი მოთხოვნა, საქართველოში ქათმის ხორცის წარმადობას გაზრდის, რაც იმპორტს შეამცირებს. "ჩინური სამზარეულოდან გამომდინარე, ქათმის ფეხი მათთვის დელიკატესია. აღნიშნულ ნაწილს ამუშავებენ მარინადში, სოიოში და სხვადასხვა საკმაზში. სავსებით პერსპექტიული მიმართულებაა.რაც შეეხება ხორცს - დღევანდელი მდგომარეობით, ყველაზე დიდი რაოდენობის გაყინული ქათმის ხორცი, ფილე საქართველოში სწორედ ჩინეთიდან შემოდის. შესაბამისად, ჩინეთიდან ეს ქათმის ფილე გააგრძელებს შემოსვლას, ხოლო საქართველოდან ჩინურ ბაზარზე ქათმის ფეხებს გავიტანთ. ჩინეთთან ექსპორტის საკითხი საქართველოს მხრიდან წახალისებულია, მაგრამ ჩინეთის მხრიდან არის ხოლმე გარკვეული ბარიერები, თუმცა რადგან სამთავრობო დონეზე ეწერება მემორანდუმებს ხელი, ეს ბარიერები, სავარაუდოდ, ჩინეთის მხრიდანაც აღარ იქნება. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ბაზარი იმდენად დიდია, რომ ჩვენი პროდუქცია მათთვის ზღვაში წვეთია, მაგრამ ქათმის ფეხზე გაზრდილი მოთხოვნა ქვეყნის შიგნით, წარმოებებს გაზრდის. წარმოებაში თითოეული თეთრი ითვლება და ქათმის ნაწილები დაბალ ფასში გადის, ამ პროდუქციას "სასუპე ნაკრები" (თავი, ფეხები, კისერი) ჰქვია და ჩალის ფასად იყიდებოდა. ახლა, როცა მოთხოვნა და ფასი გაიზრდება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია წარმადობა გაიზარდოს. თუ წარმოება გაიზრდება, იმპორტი შემცირდება", - აცხადებს ზურაბ უჩუმბეგაშვილი. ცნობისთვის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ჩინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ეწერება ხელი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით სონღულაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული მემორანდუმი საქართველოს შესაძლებლობას გაუხსნის ქათმის ხორცის ექსპორტთან დაკავშირებით.
1762248786
 
    მისაღები გამოცდის შედეგების საფუძველზე STEM სკოლაში, პირველ მოდულზე 250 მოსწავლე ჩაირიცხა. საუკეთესო შედეგის მქონე 30 მოსწავლემ საქართველოს ბანკის 100%-იანი სტიპენდია მოიპოვა, ხოლო ნაწილობრივი, 50%-იანი დაფინანსება კი 15-მა მოსწავლემ მიიღო.მეტი ინფორმაცია STEM სკოლის შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზეშეგახსენებთ, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში VII-XI კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, STEM სკოლის ერთწლიან პროგრამის გავლისას მიიღონ როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული ცოდნა მეცნიერების, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით და დაეუფლონ ყველაზე მოთხოვნად - მომავლის პროფესიების საფუძვლებს.პროექტის ფარგლებში, სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს, რაც შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, გაკვეთილებს ნებისმიერი ლოკაციიდან დაესწრონ.ამასთან, განათლებაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გასაზრდელად, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად 90 მოსწავლეს უფინანსებს სწავლას- მათგან 60 უმაღლესი ქულის მქონე ახალგაზრდა სწავლის 100%-იან დაფინანსებას, 30 მათგანი კი 50%-იან გრანტს იღებს.საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში სწავლის სურვილი 7000-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა, სკოლას უკვე 1500-ზე მეტი მოსწავლე ჰყავს, რომელთაგან 300 საქართველოს ბანკის სტიპენდიატი გახდა.ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდია ადგილობრივ უნივერსიტეტებში; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge
1762248189
                
                                    
                                
                ილია წულაია: ჰარვარდის კურსელები მირეკავენ ხოლმე, რა ხდება, რატომ არის...
1761305535
„საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა საერთაშორისო ინვესტორებისთვის მიმზიდ...
1761217431
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ბიზნესმენ თემურ ჭყონიას განცხადებას...
1762165452
MAN-ის საერთაშორისო კონფერენცია თბილისში „თეგეტას“ ორგანიზებით გაიმართ...
1761287820
სენსაციური პროგნოზი: "საქართველოს შავის ზღვის შელფურ ზონაში დაახლოებით...
1762169206

                    
                    
                    
                    
                    
                    
                    
                    
                    
                    








