ახალი ამბები

სხვა სიახლეები
აშშ-ის სატარიფო პოლიტიკის ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე ძალიან დაბალი...

მისივე შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა სატარიფო პოლიტიკამ, მიუხედავად იმისა, რომ გადავადდა, გლობალურად მნიშვნელოვანი რყევები გამოიწვია."დღეის მდგომარეობით, აშშ-ში ჩვენი ექსპორტის წილი მთლიანი შიდა პროდუქტის 0.4%-ს შეადგენს, ხოლო ექსპორტის 2.2%-ს.შესაბამისად, ფასების ელასტიკურობის და ყველა ეკონომიკური პარამეტრის გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ აღნიშნულის ეფექტი ძალიან მცირე იქნება. განსაკუთრებით გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი მთავარი საექსპორტო პროდუქტი აშშ-ში საერთოდ არ ითვალისწინებს სატარიფო შეზღუდვებს. პირდაპირი გავლენა ძალიან მცირეა, თუმცა ჩვენ მცირე ზომის ღია ეკონომიკა ვართ, რომელიც გლობალურ მოვლენებზე დიდად არის დამოკიდებული და შესაბამისად, გლობალურად განვითარებულმა მოვლენებმა, რა თქმა უნდა, შესაძლოა ჩვენზე გავლენა მოახდინოს", - აცხადებს ეკატერინე მიქაბაძე.ცნობისთვის, აშშ-მა შესაძლოა ჩინეთს 245%-იანი ტარიფი დაუწესოს.  ამის შესახებ  ინფორმაცია თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული. ტარიფები შეეხო საქართველოსაც. ქართული პროდუქციის აშშ-ში შეტანაზე 10%-იანი გადასახადი დაწესდა, თუმცა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დროებით უარს იტყვის ტარიფების უმეტესობაზე. კერძოდ, ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტარიფების ამოქმედებას 90 დღით აპაუზებს.bp.ge

1746718907

საქართველოს ბანკი x Toreli - პარასკევის PLUS შეთავაზებები

9 მაისს, Toreli-ს ფიზიკურ ფილიალებში, Wallet-ში დამატებული PLUS ბარათით გადახდისას, მომხმარებლებს 30%-იანი PLUS ქეშბექით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ. (მაქსიმუმ 100 ლარის ექვივალენტი PLUS ქულა)გარდა ამისა, მობილბანკში ხელმისაწვდომია მაისის სპეციალური შეთავაზებები. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მობილბანკში ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი სასურველი შეთავაზება აირჩიონ და გაიაქტიურონ. ესენია:20% PLUS ქულების ქეშბექი New Balance-ში (მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულა);20% PLUS ქულების ქეშბექი Miniso-ში (მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულა);20% PLUS ქულების ქეშბექი Penti-ში (მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულა);20% PLUS ქულების ქეშბექი Yves Rocher-ში (მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულა);20% PLUS ქულების ქეშბექი EA7 Emporio Armani-ში (მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულა).საქართველოს ბანკის შეთავაზებები სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

1746712980

სოსო არჩვაძე - რეზერვებს „უსაფრთხოების ბალიშის“ დატვირთვაც აქვს და მაკ...

„ამ დღეეებში კაცობრიობის უდიდესი ნაწილი ფაშიზმის დამარცხების 80 წლისთავს აღნიშნავს და შესაბამისად, სამხედრო ტერმინოლოგიას რომ დავესესხოთ, საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე წლის დასაწყისიდან ფაქტობრივად ყველა მიმართულებით სტრატეგიულ წინსვლას და პოზიციების გამყარებას აფიქსირებს: იქნება ეს სამამულო პროდუქტის მატება (რომლის ტემპი თითქმის 2.5-ჯერ უსწრებს მიმდინარე წლისთვის გლობალური ეკონომიკის ზრდის საპროგნოზო მონაცემებს), თუ საქართველოს მზარდი ჩართულობა გლობალურ ეკონომიკაში, ტურისტული ინდუსტრიისა და საზღვარგარეთიდან ფულადი ტრანზაქციების ზრდა, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მატება...ეს უკანასკნელი მხოლოდ ერთი თვის მანძილზე - 2025 წლის აპრილში - 208 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ეს არაა უბრალოდ მხოლოდ სტატისტიკური შინაარსის ინფორმაცია, რამეთუ საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის, ეროვნული ვალუტის მდგრადობის, სიმყარის მნიშვნელოვანი გარანტორია.სხვაგვარად რომ ვთქვათ, სავალუტო რეზერვების ზრდა ეროვნული ბანკის სტრატეგიული თვითმიზანი კი არ არის, არამედ სწორედ ზემოხსენებულ მიზნებს ემსახურება და მიმართულია მის ხელთ არსებული აქტივების დივერსიფიკაციისა და ეფექტიანი მართვისათვის. მას „უსაფრთხოების ბალიშის“ დატვირთვაც აქვს და უზრუნველყოფს მაკროეკონომიკური ნეგატიური პროცესებისაგან ეროვნული მეურნეობის, ბიზნესისა და მთელი საზოგადოების დაცვას ვალუტის მდგრადობისა და ფასების სტაბილიზაციის უზრუნველყოფით.საქართველოს ეკონომიკის პოზიტიურ ტრენდს ადასტურებენ ავტორიტეტული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები და სარეიტინგო სააგენტოებიც. მათ ასევე ცალსახა პოზიტიური ხედვები გააჩნიათ საქართველოს ეკონომიკის ზრდაზე, რის მიხედვითაც ჩვენს ქვეყანას ზრდის ინდიკატორებით მსოფლიო ლიდერ-ქვეყნებს შორის მოიაზრებენ. ასეთ ფონზე, ყურს ჭრის ზოგიერთი ეკონომისტის ულტრაპესიმისტური განცხადებები საქართველოს ეკონომიკის ჩამოქცევის, სავალუტო რეზერვების შემცირებისა და ეროვნული ბანკის, როგორც ინსტიტუტის რყევაზე... მათ შორის, სამწუხაროდ, „გამოირჩევიან“ წინა ხელისუფლების დროინდელი პრემიერი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტები, რომლებმაც თავიანთი პროფესიული ავტორიტეტი და ობიექტურობა მთლიანად შესწირეს პოლიტიკურ ბრძოლას...“, - წერს არჩვაძე.

1746710320

ნათია თურნავამ უნგრეთის ლიდერ ქალთა ორგანიზაციის დელეგაციასთან შეხვედრ...

თავის მხრივ, უნგრულმა მხარემ საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით ბიზნესის წარმოების ინტერესი და შემდგომი თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

1746710073

თამთა მეგრელიშვილი: სებ-ი რეზერვების დაგროვების ერთგული რჩება - ამ ფონ...

მეგრელიშვილის თქმით, ამ ფონზე საინტერესოა, „რატომ დუმან და სად არიან ეკონომიკური კოლაფსის დამხატველი ექსპერტები, რომლებიც „დასასრულს“ გვიწინასწარმეტყველებდნენ?!“„ნიკა გილაურის „გონიერი“ უგუნურება მოწმობს, რომ ის ოდესღაც ანგარიშგასაწევი ფიგურიდან არავინ და არაფრად იქცა. მისი და სხვა მისი მსგავსი ძალით ექსპერტული ანალიზი მათი აზროვნებისა და დონის მასაზეა გათვლილი, რასაც პოლიტიკური მიკერძოების კონკრეტული მესიჯი აქვს. ურეიტინგოთა მიერ რეიტინგული ინსტიტუტის (ეროვნული ბანკის) ხსენება ამ უკანასკნელს ვერაფერს დააკლებს, პირიქით, ეს და სხვა ფაქტები არის მკაფიო დადასტურება იმისა, რომ ნიკა გილაურისა და მისი მსგავსი ექსპერტების რეიტინგი დიდი ხანია, ნულს ჩასცდა და ანგარიშგასაწევი არ არის“, - წერს მეგრელიშვილი.

1746708863

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „თბილტარამ“ ახალი საწარმო გახსნა

პროექტის ჯამური ღირებულება 3.5 მილიონ ლარს შეადგენს. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 1.4 მილიონი ლარია.“თბილტარა 2023 წელს დაარსდა. კომპანია სხვადასხვა ლითონისგან, როგორებიცაა: სპილენძი, ვერცხლი, ლატუნი, ტიტანი, ალუმინისა და მოთუთიებული ლითონისგან ბადეებს აწარმოებს, რომელიც  სხვადასხვა დარგის წარმოებაში გამოიყენება. მათ შორის — მანქანათმშენებლობასა და ავიამშენებლობაში, ფილტრების, ავეჯის ელემენტებისა და მრავალი საბოლოო პროდუქციის წარმოებაში. საწარმო სოფ. ნატახტარში, სტრატეგიულ ადგილას, სომხეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან მიმავალ გზაზე მდებარეობს, რაც პროდუქტის მიწოდების მოქნილობის და საქონლის ეკონომიურად ტრანსპორტირების შესაძლებლობას გვაძლევს, როგორც საქართველოს რეგიონებში, ასევე ექსპორტისთვის. საქართველოს ბანკთან დაარსების დღიდან ვთანამშრომლობთ და მოხარულები ვართ, რადგან ეს არამარტო ფინანსური რესურსით მხარდაჭერას, არამედ პროფესიონალების მიერ კონსულტაციის გაწევასაც გულისხმობს“, - განაცხადა ლევან ჩარკვიანმა, “თბილტარას“ დამფუძნებელმა და დირექტორმა.„საქართველოს ბანკისთვის, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტისთვის, რეგიონებში ბიზნესების გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამჯერად, ჩვენი ფინანსური ინვესტიციით, ნატახტარში ახალი საწარმო გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ „თბილტარა“ პირველი მწარმოებელია საქართველოში, რომელიც აღჭურვილია უახლესი, მაღალტექნოლოგიური და დიდი წარმადობის დანადგარებით, რაც მას სამომავლოდ შესაძლებლობას მისცემს, არამხოლოდ საქართველოს ბაზარი აითვისოს, არამედ - ამიერკავკასიის მოთხოვნებსაც სრულად უპასუხოს. კომპანია სამომავლოდ ახალ პროექტს გეგმავს, რაც განსხვავებული წარმოებული პროდუქციის შექმნას გულისხმობს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას“, - განაცხადა ალექსანდრე წულუკიანმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა.

1746706824