ახალი ამბები

სხვა სიახლეები
თურნავა ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში სლოვაკეთის ეროვნული ბანკის პრეზიდე...

ორი ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა სამომავლო თანამშრომლობა და არსებული პროექტები განიხილეს, ასევე საუბარი შეეხო საქართველოს სტაბილურ მაკროეკონომიკურ გარემოს და სების მიერ გატარებულ პოლიტიკას, რაც ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას უზრუნველყოფს.ნათია თურნავამ სლოვაკ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ერთიან ევრო გადახდების სისტემაში (SEPA) გაწევრიანების გზაზე გაწეული დახმარებისთვის, ასევე სლოვაკეთის ბანკის მუდმივ მხარდაჭერაზე ევროპის ცენტრალური ბანკების სისტემის (ESCB) რეგიონული, გრძელვადიანი პროგრამის პოტენციური დაწყების პროცესში.„ჩვენ ძლიერ ვაფასებთ ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის დამტკიცებასა და დაწყებაში სლოვაკეთის ბანკის მუდმივ მხარდაჭერას. ეროვნული ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპის ცენტრალური ბანკების სისტემის (ESCB) ტექნიკური თანამშრომლობის გუნდთან გრძელვადიანი, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული პროგრამის პოტენციურ დაწყებაზე. დამტკიცების შემთხვევაში, ეს ინიციატივა სრულ ტექნიკურ დახმარებას გაუწევს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ცენტრალურ ბანკებს. ამჟამად პროგრამა დაგეგმვის ეტაპზეა და განიხილება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ინსტიტუტების მიერ”, - განაცხადა ნათია თურნავამ.თავის მხრივ, პიტერ კაჟიმირმა ხაზი გაუსვა, რომ ივნისში თბილისში გამართული შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და სლოვაკეთის საერთაშორისო ურთიერთობების გუნდებს ღირებული შესაძლებლობები მიეცათ საერთაშორისო თანამშრომლობისა და ტექნიკური დახმარების ინიციატივების შესახებ ცოდნა და გამოცდილება გაეცვალათ.ნათია თურნავა ავსტრიაში ევროპის ეკონომიკური ინტეგრაციის თემისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც ავსტრიის ეროვნული ბანკის ორგანიზებულია.

1732271726

BENTLEY-მ ევროპაში ქსელი გააფართოვა და თბილისში წარმომადგენლობა გახსნა

Bentley Motors-მა ევროპის ბაზრის გაფართოება საქართველოში Bentley Tbilisi-ს გახსნით დაიწყო. შოურუმი აღმაშენებლის ხეივანში, 129 ნომერში მდებარეობს.Bentley-ს ახალი კომპლექსი 330 კვ.მ-ზე განთავსებულ შოურუმსა და გაყიდვების შემდგომი მომსახურების ობიექტს აერთიანებს, რომელთა საერთო ფართიც 730კვ.მ-ს შეადგენს. ახალი წარმომადგენლობის გახსნის გადაწყვეტილება Bentley Motors-ის 2024 წლის პირველ ექვს თვეში მიღწეულ საოპერაციო მოგებას უკავშირდება, რომელმაც 261 მილიონი ევრო შეადგინა. მსოფლიო მასშტაბით კომპანიამ 5,476 ერთეული ექსკლუზიური ავტომობილი გაყიდა, ხოლო ევროპაში 1,054-ის რეალიზება შეძლო, რაც საერთო გაყიდვების 19%-ს შეადგენს.„თეგეტას“ მიერ Bentley Tbilisi-ს ოპერირების დაწყება კომპანიის ისტორიის მნიშვნელოვან ეტაპს ემთხვევა. კერძოდ, ულტრა შესაძლებლობების მქონე ორი ჰიბრიდული მოდელის - მეოთხე თაობის Continental GT-ს და Flying Spur Speed-ის წარდგენას, ასევე Mulliner-ის პერსონალიზაციაზე მოთხოვნის ზრდას.რიჩარდ ლეოპოლდი, დიდი ბრიტანეთის, ევროპისა და MEAI-ს რეგიონული დირექტორი: „თბილისში წარმომადგენლობის გახსნის გადაწყვეტილება Bentley Motors-ის ისტორიაში ახალი ეტაპია.  ვითვისებთ ბაზარს, სადაც ჩვენ  დიდ პოტენციალს ვხედავთ.  საქართველოში წარმომადგენლობის გახსნის პერიოდი იდეალურად არის შერჩეული. ბაზრის გაფართოება სწორედ  ახალი, მეოთხე თაობის Continental GT-ის  წარდგენას ემთხვევა. ჩვენ მოუთმენლად ველით Bentley Tbilisi-ს გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობას  რეგიონში წარმატების მისაღწევად. ასევე მივესალმებით მომხმარებელს ჩვენი მოდელების სრული ასორტიმენტისა და Bentley-ს გამოცდილების გასაზიარებლად“.Bentley Tbilisi უკვე ხელმისაწვდომია მომხმარებელთა და ბრენდის მოყვარულთათვის, რომლის ოფიციალური გახსნის ღონისძიება, სავარაუდოდ, 2025 წლის პირველ კვარტალში გაიმართება. ოპერაციული გუნდი უკვე დაკომპლექტებულია, რომელიც მზადაა, უპასუხოს მომხმარებლების შეკითხვებსა და საჭიროებებს.---Bentley Motors წარმოადგენს ყველაზე მოთხოვნადი და ძვირადღირებული ავტომობილების ბრენდს მსოფლიოში. კომპანიის სათავო ოფისი ქალაქ კრუში მდებარეობს და ქმნის  სრული ოპერაციების ცენტრს, რაც მოიცავს დიზაინის შემუშავებას, R&D-ს (ავტომობილების კვლევა და განვითარება) ინჟინერიას და კომპანიის ხუთი სამოდელო ხაზის - Continental GT-ს, Continental GT-ს Convertible-ს, Flying Spur-ს, Bentayga-სა და Bentayga EWB-ს წარმოებას. Bentley გაერთიანებული სამეფოს ძვირადღირებული ავტომობილების კომპანიაა, რომლის დახვეწილი ოსტატობის კომბინაცია და უნარები  თაობებს გადაეცემა, საინჟინრო გამოცდილებასთან და უახლეს ტექნოლოგიებთან ერთად. ის ბრიტანული წარმოების მაღალი ღირებულებების საუკეთესო მაგალითია. Bentley-ს კრუს შტაბ-ბინაში დაახლოებით  4000 ადამიანია დასაქმებული. 

1732269827

ბორჯღალოსნები 6 წლის შემდეგ ტონგას წინააღმდეგ ნოემბრის ბოლო ტესტ-მატჩზ...

ბორჯღალოსნები ტონგას ბოლოს 6 წლის წინ 2018 წელს ეთამაშნენ, მაშინაც 24 ნოემბერს წლის დასკვნით შეხვედრაში და “მიხეილ მესხზე” 20:9 დაამარცხეს. ეს იყო ამ გუნდების მე-7 დაპირისპირება, საიდანაც საქართველომ 5-ში გამარჯვება მოიპოვა.კუნძულელებთან ურთიერთშეხვედრების ისტორია სათავეს 1999 წლიდან იღებს.მთავარი დაპირისპირება 2015 წლის მსოფლიო თასზე შედგა. საქართველომ ტონგა ინგლისში, გლოსთერში 17:10 დაამარცხა და იმ მსოფლიო თასზე ისტორიული შედეგი (ორი გამარჯვება) აჩვენა. 2016 და 2018 წლებში ბორჯღალოსნები ტონგას ორჯერ ეთამაშნენ ფიჯიზე, სუვაში და ორივეჯერ მოიგეს - 23:20 და 16:15. 2018 წელს ტონგა საპასუხოდ თბილისს ეწვია და მასთან, ჯერჯერობით, სარეკორდო სხვაობით 20:9 გაიმარჯვეს ეროვნული ნაკრების მორაგბეებმა.ნოემბრის სანაკრებო ფანჯარაში გუნდებმა უკვე ორ-ორი თამაში გამართეს და ,ჯერჯერობით, გამარჯვების გარეშე არიან. ტონგას ჯერ რუმინეთმა სძლია 25:15, მერე კი აშშ-მა 36:17.ტრადიციულად, თამაშის დაწყებამდე ,„მიხეილ მესხის“ სტადიონის გარე ტერიტორიაზე, მოეწყობა „ფან ზონა“, სადაც მოსულ გულშემატკივარს შეუძლია შეიქმნას განწყობა. ასევე, დაგხვდებათ კვების ობიექტების, გემოვნებიანი მუსიკა, რაგბის „ფან შოპი“ და გასართობები აქტივობები.თიბისი 2015 წლიდან რაგბის მხარდამჭერია. მრავალწლიანი მეგობრობა, უკვე მიღწეულ წარმატებებთან ერთად, მიზნად ისახავს რაგბის განვითარებას, ერთობლივი სოციალური პროექტების განხორციელებას, სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების, შიდა ჩემპიონატების და ფესტივალების ხელშეწყობას.მატჩზე დასასწრები ბილეთები შეიძინეთ tkt.ge-ზე.#ერთადგავიმარჯვებთ

1732269504

არ გამოგრჩეთ საქართველოს ბანკის სუპერ შეთავაზებები Black Friday-ის კვი...

საქართველოს ბანკის სუპერ ბარათები, PLUS, საკრედიტო AMEX, სტუნდენტური და sCoolბარათით ტანსაცმლის, ტექნიკის, თუ ნებისმიერი სასურველი ნივთის შეძენის შემთხვევაში დამატებით სხვადასხვა ბენეფიტების მიღების შესაძლებლობა გაქვთ, მათ შორის დამატებითი ფასდაკლებების, ქეშბექების, მეტი PLUS და MR ქულების დაგროვების. რაც უფრო მეტს ხარჯავ, მით მეტს აგროვებ.PLUS ქულების შეთავაზებები:მიუხედავად იმისა, რომ Black Friday-ზე პროდუქციის უმეტესობა უკვე ფასდაკლებით იყიდება, PLUS ქულებით გადახდისას ამ მაღაზიებში კიდევ უფრო მეტი ფასადაკლებების მიღების შესაძლებლობა გაქვთ. 22 ნოემბერს, 40%-იანი ფასდაკლება PLUS ქულებით გადახდისას Cenomi Georgia (Zara, Massimo Duti, Bershka, და სხვა) , JYSK, LUTECIA-ს მაღაზიებში; 23 ნოემბერს, 30%-იანი ფასდაკლება PLUS ქულებით გადახდისას Dressup Group-ის მაღაზიებში; 24 ნოემბერს, 40%-იანი ფასდაკლება PLUS ქულებით გადახდისას Veli.Store-ზე; 29 ნოემბერს, 30%-იანი ფასდაკლება PLUS ქულებით გადახდისას ტანსაცმლისა და აქსესუარების ნებისმიერ კატეგორიაში; 29 ნოემბერს,10-ჯერ მეტი PLUS ქულა PLUS ბარათით გადახდისას ტანსაცმლისა და აქსესუარების ნებისმიერ კატეგორიაში (მაქსიმუმ 20,000 PLUS ქულა.) საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებისთვის: 26 ნოემბერს, 30% MR ქულების ქეშბექი Veli.Store-ზე  (მაქსიმუმ 150 ლარი); 27 ნოემბერს, 30% ფასდაკლება MR ქულებით გადახდისას ICR-ის, აფლელუს და ვულევუს ფილიალებში; 29 ნოემბერს, 10-ჯერ მეტი MR ქულა ტანსაცმლისა და აქსესუარების ნებისმიერ კატეგორიაში, მაქს. 10,000 MR ქულა. იმ შემთხვევაში, თუ  სტუდენტური ბარათის გადაიხდით, მიიღებთ: 25 ნოემბერს, 50%-იან ქეშბექს YOYOSO-ში (მაქსიმუმ 100 ლარი). 27 ნოემბერს, 40%-იან ქეშბექს Extra.ge-ზე (მაქსიმუმ 100 ლარი); 28 ნოემბერს, 40%-იან ქეშბექს Veli.Store-ზე (მაქსიმუმ 100 ლარი); 29 ნოემბერს, 40%-იან ქეშბექს  ICI PARIS ონლაინ მაღაზიაში (მაქსიმუმ 100 ლარი); 29 ნოემბერს, 40%-იან ქეშბექს ვაიკიკის ფილიალებში ( მაქსიმუმ 100 ლარი).  მოსწავლის ბარათის გამოყენებისას კი მიიღებთ: 25 ნოემბერს, 50%-იან ქეშბექს YOYOSO-ში (მაქსიმუმ 100 ლარი). 27 ნოემბერს, 40%-იან ქეშბექს Extra.ge-ზე (მაქსიმუმ 100 ლარი); 28 ნოემბერს, 40%-იან ქეშბექს Veli.Store-ზე (მაქსიმუმ 100 ლარი); 29 ნოემბერს, 40%-იან ქეშბექს მინისოს მაღაზიებში (მაქსიმუმ 100 ლარი); 29 ნოემბერს, 40%-იან ქეშბექს ვაიკიკის ფილიალებში (მაქსიმუმ 50 ლარი). *გაითვალისწინეთ, რომ მოსწავლის ბარათით გადახდისას, დამატებითი ბენეფიტების მისაღებად , საჭიროა  გაიაქტიუროთ შეთავაზება sCoolApp-ში.ეწვიეთ ბმულს და აღმოაჩინეთ სუპერ შეთავაზებები. 

1732269373

ახალი წლის პერიოდში ეროვნულ ბანკს შესაძლებლობა ექნება თავისი რეზერვები...

მისივე შეფასებით, ეროვნული ბანკი აუცილებელ და საკმარის რეზერვს იმისთვის ხარჯავს, რომ ლარის აჟიოტაჟური ვოლატილობა მისაღებ დონეზე დაიყვანოს და ქვეყნის ფინანსური სისტემა გადაარჩინოს - გამოყენებული რეზერვების რაოდენობაში კი, მას არც ერთი კანონი არ ზღუდავს."ოფიციალური მასალების მიხედვით ჩვენი მაკროეკონომიკური ფუნდამენტალები არის ძლიერი და მათი კონფიგურაციაც არის ხელსაყრელი. ჩვენ წელს უნდა გვქონდეს 7-8%-იანი ეკონომიკური ზრდა, ამასთან ერთად გვაქვს დაბალი ინფლაცია. შესაბამისად, გადახურების არავითარი საფრთხე არ არსებობს, რადგან მიზნობრივ ინფლაციაზე დაბალია ჩვენი მაჩვენებელი. ასევე, გვაქვს სტაბილური ლარი, ფასები და ფინანსური სისტემა.ეროვნულ ბანკს აქვს ვალდებულება დაიცვას ფინანსური სისტემის და ფასების სტაბილურობა, რაც მეტწილად დამოკიდებულია ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობაზე. ეს შეიძლება შეიცვალოს ორი გარემოების გამო: ერთ შემთხვევაში "ტრენდულად", როდესაც მაკროეკონომიკური ფუნდამენტალები იცვლება და მეორე შემთხვევაში, ლარის მერყეობა გამოწვეულია ერთჯერადი აჟიოტაჟური ფაქტორებით, რომელიც თუ გრძელვადიანად გაგრძელდა, შესაძლებელია დააზიანოს როგორც ფინანსური, ისე ფასების სტაბილურობა. ამიტომ ამ მეორე შემთხვევაში, ეროვნული ბანკი არის ვალდებული მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენოს. ერთ-ერთი ასეთი ბერკეტი გახლავთ ინტერვენციები. ეროვნული ბანკი ინტერვენციების მეშვეობით თუ დოლარზეა გაზრდილი მოთხოვნა აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას, ხოლო თუ პირიქით არის, მაშინ პირიქით, იღებს დოლარს.ეროვნულ ბანკს გამოყენებული რეზერვების რაოდენობაში არ ზღუდავს არც ერთი კანონი და არც ერთი კანონსქვემდებარე რეგულაცია. მან უნდა გამოიყენოს აუცილებელი და საკმარისი რეზერვი იმისათვის, რომ მიაღწიოს მთავარ მიზანს. ინტერვენციები ხდებოდა ყოველთვის 2009 წლიდან. ამ 16 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი 7 წელი ყიდდა დოლარს, ხოლო დანარჩენი 9 წლის განმავლობაში ყიდულობდა. ყველაზე მასშტაბური ინტერვენცია, როდესაც ეროვნულმა ბანკმა თავისი რეზერვების 25% გაყიდა 2020 წელი იყო, კოვიდპანდემიის პერიოდი. შემდეგი დიდი ინტერვენცია - 11.6% იყო, როდესაც ნავთობზე ფასების დაცემამ ჩვენს ნავთობმწარმოებელი მეზობლების ეკონომიკებში გარკვეული შოკები გამოიწვია, რომელიც ჩვენს ღია ეკონომიკას გადმოეცა. შესაბამისად, საჭირო გახდა რეზერვების დახარჯვა. მაგალითად, 2009 წელს 7% დახარჯეს, 2010 წელს 10% და წელს კი 11%-ის ფარგლებში არის დახარჯული, თუმცა წლის ბოლომდე 2 თვე გვაქვს კიდევ წინ.რაც შეეხება რეზერვების შევსებას - იმ 9 შემთხვევაში, როდესაც ეროვნული ბანკი დოლარს ყიდულობდა ყველაზე მასშტაბური 2023 წელი გახლდათ, როდესაც ეროვნულმა ბანკმა 25%-ით თავისი რეზერვები გაზარდა.წინასაარჩევნოდაც ჩვენი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები იყო ძლიერი და კარგი. არც არაფერი შეცვლილა. ყველა ქვეყანაში ასეა, რომ აღნიშნულ პერიოდში მოქალაქეებს უჩნდებათ გაურკვევლობა და შესაბამისად, ეს იწვევს აჟიოტაჟურ მოთხოვნას თუნდაც მყარ ვალუტაზე. ეს ეროვნულმა ბანკმა თავისი ინტერვენციებით წარმატებით აღმოფხვრა. შესაბამისად, მაკროეკონომიკა არჩევნებამდეც ძლიერი იყო და ახლაც ძლიერია. არ მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ თვალსაწიერ მომავალში რაიმე შეიცვლება, თუ გარე შოკები არ იქნება", - აცხადებს ლევან სურგულაძე.ბიზნესპარტნიორი

1732267116

საქართველოს ბანკის პლატფორმას Businesscourse.ge სარესტორნო ბიზნესის მა...

კურსი ექვსი ვიდეოლექციისგან შედგება და განიხილავს ისეთ კომპონენტებს, რომლებიც რესტორნის წარმატებას განაპირობებს. კურსის გავლის შემდეგ გაიგებთ, როგორ შეგიძლიათ გახადოთ სარესტორნო ბიზნესი მომხმარებლისთვის საინტერესო, შესთავაზოთ მათ სიახლეები და მიაღწიოთ წარმატებას.ვიდეოლექციებზე მოისმენთ რეკომენდაციებს რესტორნის კონცეფციაზე, ბიზნეს პროცესების მართვაზე, გუნდის სიძლიერეზე, მენიუს შერჩევაზე, სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვაზე და სხვა საკითხებზე.„მოხარული ვართ, რომ სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიით დაინტერესებულ ადამიანებს ვთავაზობთ საგანმანათლებლო კურსს, რომელსაც 19-წლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი უძღვება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოვისმინოთ, თუ რა საჭიროებები აქვთ ბიზნესის შექმნით დაინტერესებულ ადამიანებს რათა  მივაწოდოთ მათ რელევანტური ინფორმაცია. სწორედ ამიტომ, არ ვჩერდებით, მუდმივ რეჟიმში ვავითარებთ პლატფორმას Businesscourse.ge და ყველაზე მოთხოვნადი საკითხების შესახებ ვუზიარებთ ცოდნას ჩვენს აუდიტორიას“, - ამბობენ საქართველოს ბანკში.ინფორმაციისთვის, კურსზე რეგისტრაცია უფასოა და მისი გავლა შესაძლებელია ონლაინ, ნებისმიერ დროს, სასურველი ადგილიდან. დარეგისტრირდით კურსზე „სარესტორნო ბიზნესის მართვა“ ან დაათვალიერეთ სხვა კურსები ვებგვერდზე www.businesscourse.ge.

1732262640