Home » ბიზნესი » ზვიად ციკოლია სუნამოს წარმოებას იწყებს

ზვიად ციკოლია სუნამოს წარმოებას იწყებს

დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ მომხმარებელს კიდევ ერთი სიახლე შესთავაზა. დიზაინერი სუნამოს გამოშვებას გეგმავს – ამის შესახებ დიზაინერმა ფეისბუქის გვერდზე დაწერა.

სუნამოს, ისევე როგორც ციკოლიას სამკაულების ხაზს, ქვევრის ფორმა ექნება.

,,ახალი წელი ახალი პროექტით. რადგან უკვე პროცესშია შემიძლია გაგიზიაროთ” – წერს ზვიად ციკოლია.

ფასი და დამატებითი დეტალები ჯერ ცნობილი არ არის.

Share