Home » საზოგადოება » ზურაბ ჯაფარიძე ვარლამ გოლეთიანის განცხადებას ეხმაურება: კოლექტივმა გადაწყვიტა კოლექტიური რესურსი ისე გამოიყენოს, როგორც თვლის საჭიროდ – ააშენოს ჰესი

ზურაბ ჯაფარიძე ვარლამ გოლეთიანის განცხადებას ეხმაურება: კოლექტივმა გადაწყვიტა კოლექტიური რესურსი ისე გამოიყენოს, როგორც თვლის საჭიროდ – ააშენოს ჰესი

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ვარლამ გოლეთიანის მიერ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“, გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

  1. ‘კოლექტიურ რესურსს’ ჰყავს მფლობელად კოლექტივი (სახელმწიფო)
  2. ეს კოლექტივი გადაწყვეტილებებს იღებს უმრავლესობით
  3. ამ კოლექტივს, თავის რესურსებიანად, ვიღაცეები მართავენ და გადაწყვეტილებების მნიშვნელოვანი ნაწილი ერგება ამ მმართველების ინტერესებს
  4. ამ კოლექტივის გადაწყვეტილებები, სხვა საკითხებთან ერთად, ეხება ამ კოლექტივის კოლექტიურ რესურსებსაც

ჰოდა, ამ კოლექტივმა ჩათვალა რომ მას დენი სჭირდება და სავარაუდოდ კოლექტივის მმართველების ინტერესების გათვალისწინებით გადაწყვიტა კოლექტიური რესურსი ისე გამოიყენოს, როგორც თვლის საჭიროდ – ააშენოს ჰესი

ესაა კოლექტიური რესურსის კოლექტიური მფლობელობა/მართვა in a nutshell for dummies

პ.ს. დღევანდელი ნორჩი თუ გამობრძმედილი კომუნისტებისთვის რა თქმა უნდა ყველაფერი დღევანდელი კოლმეურნეობის თავმჯდომარის ბრალია. ახალს ავირჩევთ და ის უკეთესად მიხედავს ჩვენს კოლექტიურ რესურსებს. და აი მაშინ გვეშველება, – წერს ჯაფარიძე.

 

Share