Home » ეკონომიკა » ზურაბ ჯაფარიძე: ტყუილია, რომ რეგიონში საუკეთესო ეკონომიკური ზრდა გვაქვს
ზურაბ ჯაფარიძე: ტყუილია, რომ რეგიონში საუკეთესო ეკონომიკური ზრდა გვაქვს

ზურაბ ჯაფარიძე: ტყუილია, რომ რეგიონში საუკეთესო ეკონომიკური ზრდა გვაქვს

„გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა. მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, რომ რეგიონში ყველაზე კარგი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გვაქვს ტყუილია.

„ეკონომიკური ზრდა იანვარში არის 0.8 % – ეკონომიკური ზრდის ტემპი ნულამდე ჩამოვიდა. ქვეყნის ეკონომიკა პრაქტიკულად გაჩერებულია, თუ ნახავთ 2015 წლის ზრდას, არის 2.8%.

ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობდნენ, რომ ჩვენ რეგიონში ყველაზე კარგი ზრდა გვქვსო, არც ეს არ არის სიმართლე, სომხეთს აქვს წინასწარი მონაცემებით ჩვენზე უკეთესი ზრდა. საქართველოში ექსპორტი იანვარში არის – 22%, იმპორტი -25%, ზოგადად საგარეო ვაჭრობა არის შემცირებული 24%-ით, ახალ დარეგისტრირებული საწარმოების რაოდენობა წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით არის -18%, ანუ ადამიანები ბიზნესს აღარ იწყებენ საერთოდ ამ ქვეყანაში. ფასები გაიზარდა იანვარში საშუალოდ 5- 6%-ით, მათ შორის სურსათზე არის გაზრდილი 5%-ით, ჯანდაცვა არის გაძვირებული 11%-ით, ლარს რა დაემართა ბოლო 3 წლის განმავლობაში , ეს ყველა ოჯახმა განიცადა. გაუფასურება არის დააახლოებით 40-45%, თუ ვნახავთ ბოლო სამი წლის მონაცემებს.

თითქმის 200 მილიონი ლარით მეტი გადასახდელია გაშვებული ხაზინიდან, ვიდრე შემოსულობა არის მიღებული, ანუ ვხარჯავთ იმაზე მეტ ფულს, ვიდრე ეკონომიკა იძლევა ამის საშუალებას. ჯერჯერობით არსებობს ნაშთი, რომელსაც მთავრობა იყენებს, მაგრამ ეს ნაშთი რომ ამოიწურება დავდგებით სერიოზული პრობლემების წინაშე. 2016 წლის იანვარ-თებერვალში 163 მილიონი ლარით ნაკლები შემოსულობებია მიღებული, ვიდრე 2015 წელს ანალოგიურ პერიოდში. შარშანდელ წელთან შედარებით კატასტროფული მაჩვენებელია ბიუჯეტის შემოსულობების მხრივ“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

Share