Home » საზოგადოება » ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავზე დატანილ წარწერასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს
ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავზე დატანილ წარწერასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს

ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავზე დატანილ წარწერასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს

ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავზე დატანილ წარწერასთან დაკავწირებით,  საგარეო სამინისტრო განმარტებას აკეთებს. როგორც „2020NEWS“ საგარეო უწყებაში განუცხადეს, ვარსკვლავზე ზურაბ ჟვანიას რეგალიად პრემიერ- მინისტრი იმიტომ მიეთითა, რომ მისი მოღვაწეობის გამნავლობაში, უმაღლესი თანამდებობა სწორედ პრემიერ-მინისტრის პოსტი იყო.

„ევროპის საბჭოში მიღებული წესის თანახმად, ორგანიზაცია, ცალკეულ პიროვნებებს და პოლიტიკოსებს მოიხსენიებს იმ მაღალი რეგალიის მიხედვით, რაც მას უკავია, ან ეკავა კონკრეტულ ქვეყანაში. ამ შემთხვევაში, ბატონი , ზურაბ ჟვანია მოხსენიებულია, როგორც პრემიერ-მინისტრი, ანუ იმ უმაღლესი თანამდებობით, რაც ბატონ, ზურაბს ჰქონდა ქვეყანაში“, განგვიცხადეს უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, ევროპის საბჭოს სასახლის წინ გახსნილი ყველა ვარსკვლავის დიზაინი სტანდარტულია.

შეგახსენებთ, გუშინ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სასახლის წინ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავის გახსნას, სკანდალი მოჰყვა. სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ როდესაც ჟვანიამ სიტყვები „მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი“ წარმოთქვა, ის პარლამენტის თავმჯდომარე იყო და არა პრემიერ- მინისტრი.

Share