Home » საზოგადოება » “ზოომარტი” ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს 10 ტონა საკვებს უსასყიდლოდ გადასცემს

“ზოომარტი” ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს 10 ტონა საკვებს უსასყიდლოდ გადასცემს

“ზოომარტი” ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს 10 ტონა საკვებს უსასყიდლოდ გადასცემს. ამის შესახებ კომპანიის ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ ინფორმაციას.
“მოგესალმებით,

როგორც იცით, არსებული შეზღუდვების ფონზე რიგი მიზეზების გამო ქუჩაში ძალიან ბევრი მიუსაფარი ცხოველი დარჩა საკვების გარეშე.

“ზოომარტმა” მოახდინა 10 ტონა საკვების მობილიზება, რომელიც დეკემბერსა და იანვრის თვეში უსასყიდლოდ გადაეცემა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს.

ვისაც მიკედლებული გყავთ ან ზრუნავთ ქუჩის მიუსაფარ ცხოველებზე, , დამატებითი დეტალებისათვის გთხოვთ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე:

https://www.facebook.com/events/3156500664455425
მზადყოფნისთვის და ორგანიზებისთვის მადლობას ვუხდით თბილისის მერიას, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს და ყველას ვინც ზრუნავთ მიუსაფარ ცხოველებზე! ❤️

თბილისის მერია / Tbilisi City Hall

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო / Animals Monitoring Agency

გისურვებთ ჯანმრთელობას!”, – ნათქვამი კომპანიის მირ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.
https://www.facebook.com/zoomart.ge/posts/4108752409139623
Share