Home » საზოგადოება » ზოიძე – პრემიერმა რეზინის ტყვიებს არ გამოიყენებაზე განცხადება ანტიკონსტიტუციური ქმედების მოწოდებამდე გააკეთა
ზოიძე - პრემიერმა რეზინის ტყვიებს არ გამოიყენებაზე განცხადება ანტიკონსტიტუციური ქმედების მოწოდებამდე გააკეთა

ზოიძე – პრემიერმა რეზინის ტყვიებს არ გამოიყენებაზე განცხადება ანტიკონსტიტუციური ქმედების მოწოდებამდე გააკეთა

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განმარტებით, პრემიერმა განცხადება იმის შესახებ, რომ რეზინის ტყვიებს არ გამოიყენებდნენ, მაშინ გააკეთა, როდესაც ჯერ არ იყო ანტიკონსტიტუციური მოწოდებები და არც პოლიციას ესხმოდნენ თავს. ამის შესახებ ზოიძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“ანტიკონსტიტუციური ქმედებისკენ მოწოდება არ ყოფილა მაშინ გაჟღერებული და არც პოლიციას ესხმოდნენ თავს. არავინ ელოდებოდა იმას, რომ ბატონი მელია მოუწოდებდა ამ ახალგაზრდებს, რომლებიც აბსოლუტურად სხვა მიზნით იყვნენ მოსული პარლამენტთან, ჩაედინათ ანტიკონსტიტუციური ქმედება, დაემხოთ ხელისუფლება. არავინ ელოდებოდა. 10 წუთის შემდეგ შეიცვალა ვითარება”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

Share