Home » ეკონომიკა » „ზოგადად, მოთხოვნა – „არა ჰესს“ მომდევნო წლებში საქართველოს ეკონომიკისთვის დიდ სირთულეებს ნიშნავს“

„ზოგადად, მოთხოვნა – „არა ჰესს“ მომდევნო წლებში საქართველოს ეკონომიკისთვის დიდ სირთულეებს ნიშნავს“

„ზოგადად მოთხოვნა – „არა ჰესს“ მომდევნო წლებში საქართველოს ეკონომიკისთვის ძალიან დიდ სხვა სირთულეებს ნიშნავს“, – ამის შესახებ ეკონომისტმა ვახტანგ ჭარაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

ჭარაია „ნამახვანჰესის” ირგვლივ განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ დიდი ჰესების, ამ შემთხვევაში კი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხს, მასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებს, თუ საფრთხეებს.

მინდა, ვთქვა, რომ ის ნეგატიური ტალღა, რომელიც ზოგადად ჰესების მიმართაა აგორებული, გადაჭარბებული მგონია. რა თქმა უნდა, ჯანსაღ პოლემიკასა და დისკუსიას, იმას, რომ უკეთესი ავაშენოთ, ვიდრე უარსი, ორი აზრი არ ახლავს, მაგრამ, ზედმეტად გადაჭარბებული მოთხოვნები გვაქვს, რომ ზოგადად „არა ჰესს“. ზოგადად „არა ჰესს“ მომდევნო წლებში საქართველოს ეკონომიკისთვის ძალიან დიდ სხვა სირთულეებს ნიშნავს.

შესაბამისად, არ მგონია ეს პოზიცია სწორი. ქუთაისში რამდენჯერმე საკმაოდ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები გაიმართა ჰესთან დაკავშირებით. მიუხედავდ იმისა, რომ ქვეყანაში ეს პროტესტი არსებობს, ეს ავტომატურად იმას არ ნიშნავს, რომ ჰესი არ უნდა აშენდეს და ის ადამიანები, ვინც ამას აპროტესტებს, ცალსახად მართლები არიან. დავიწყოთ იქიდან, რომ დღეს ჩვენი ენერგოდამოკიდებულება მეზობელ ქვეყნებზე დაახლოებით 35 %-ს შეადგენს , მათ შორისაა ბუნებრივი აირით გამომუშავებული ელექტროენერგიისა და პრიდაპირ ელექტროენერგიის სახით მოწოდებული ენერგიის ჯამური რაოდენობა. 35 % არ არის დამოკიდებულების მაქსიმუმი, მაგალითად ზამთრის თვეებში დამოკიდებულება 60 %-მდეც კი ადის.

მოგეხსენებათ, ჩვენს ჰესებს ბუნებრივი, თავიანთი ციკლიდან გამომდინარე, შეუძლიათ, ზაფხულის თვეებში ჭარბი ელექტროენერგიაც კი აწარმოონ. თუმცა, ზამთრის თვეებში, როდესაც კაშხლებში წყლის დონე იკლებს, გამომუშავებაც იკლებს. შესაბამისად, ჩვენ კიდევ უფრო მეტი იმპორტის განხორციელება გვიწვეს. ჯერ ერთი, ეს საკმაოდ ძვირი ჯდება, მეორეც ეს საქართველოს თავის მეზობელ ქვეყნებზე დამოკიდებულს ხდის.

გასანკუთრებით რუსეთზე დამოკიდებულება რომელიმე კონკრეტულ, მნიშვნელოვან მომენტში ძალიან ცუდად შეიძლება, გამოვლინდეს და საქართველოს მოსახლეობაზე აისახოს. ამაზეც უნდა დავფიქრდეთ. თუმცა, არც იმას ვიტყოდი, რომ პირობითად აზერბაიჯანს და თურქეთს უნდა მივცეთ ყველანაირი ბერკეტი იმისა, რომ საქართველოს ენერგოუსაფრთხოება დაიჭირონ ხელში“- განაცხადა ჭარაიამ.

მისივე თქმით, არასწორია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ნამახვანჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფი, შესაძლოა, უფრო ძვირი იყოს, ვიდრე იმპორტირებული ელექტროენერგია.

„ბევრი საუბარია ამ ჰესის გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით, რომ ის უფრო ძვირია, ვიდრე იმპორტირებული ელექტროენერგია. ეს ცალსახად არასწორია. ვისაც ეს ინფორმაცია არ აქვს, შემიძლია, გითხრათ, რომ არასწროია.

როგორც ვიცი შესამაბისი სტრუქტურები აპირებენ დღის, ღამის, პიკის საათების ტარიფები გამოაქვეყნონ, რომლითაც საქართველოს ელექტროენერგია მიეწოდება. დაინახავთ, რომ ელექტროენერგია დაახლოებით 1, 5 – 2-ჯერ უფრო ძვირი ღირს. ანუ, იმპორტზე ელექტროენერგიის ღირებულება 6, 2 ცენტრი კი არ ღირს, 12 ცენტამდეც ადის, როდესაც ჩვენ ელექტროენერგია პიკური გენერაციის საჭიროების საათებში შემოგვაქვს.

ჩვენ ენერგოდეფიციტური ქვეყანა ვართ. თუ მსგავსი დიდი პროექტები არ განხორციელდა, ენერგეტიკის თვალსაზრისით ვერც 5 და 10 წლის შემდეგ ვიქნებით დამოუკიდებელი.

როდესაც ელექტროენერგეტიკის მიმართულებით ეკონომიკურ კონტექსტში ვაკეთებ ანალიზს, რა თაქმა უნდა , მე როგორც საქართველოს მოქალაქეს, არავითარ შემთხვევაში არ მაწყობს, რომ რომელიმე ჰესი ჩვენს გარემოს ანადგურებდეს, რაზეც აპელირება არის ხოლმე. მაგრამ, ეს ძალიან უტრირეებული მგონია. ჰესები მთელს მსოფლიოში, ნებისმეირ ნიადაგზე შენდება. გააჩნია ფასს, თუ რა დაჯდება ელექტროენერგიის მიღება ამა თუ იმ ჰესიდან.

როგორც შედარებით რთული პირობებშია ჰესის აშენება შესაძლებელი, ასევე ხელსაყრელ პირობებში კიდევ უფრო მარტივია ჰესის აშენება და იაფიც ჯდება. ჩვენს შემთხვვეაში, თუ ჰესი შენდება ისეთ ადგილას, რომელიც სეისმურად არამდგრადია და ა.შ, ამას უბრალოდ უფრო მეტი ფინასნური რესურსის დახარჯვა დასჭირდება, რომ იქ მიწის გამაგრებითი თუ სხვა სამუშაოების უზრუნველყოფა მოხდეს. თორემ ის, რომ ჰესის აშენება სადმე შეუძლებელია, ასეთი რამ არ არსებობს.

მით უმეტეს, გრავიტაციული ჰესის ტიპის, რომელიც მიწისძვრის მაღალ ბალებზეა გათვლილი და რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი. გრავიტაციული ჰესის დაზიანება ბოლოს დაახლოებით 60 წლის წინ მოხდა. თუნდაც ეს არის გარანტია იმისა, რომ ჰესების ნგრევა ასე მარტივად არ ხდება.

შორსაც ნუ წავალთ, საქართველოს შევხედოთ, „ენგურჰესი“, „ჟინვალჰესი“ გვაქვს. იმით, რომ იქ შესაბამისი კაშხლები აშენდა, დაინგრა, განდგურდა იქაურობა, თუ რა? პოზიციონირება, რომ ჰესის აშენება დატობორავს იქაურობას და მერე რა გვეშველება, ჩემი აზრით, არასაკმარისი არგუმენტია იმისათვის, რომ ჰესები არ ავაშენოთ, არ დავასაქმოთ ხალხი, არ მივიღოთ შემოსავლები ბიუჯეტში, არ ვიყოთ ნაკლებად დამოკიდებული მეზობელ ქვეყნებზე“ – განაცხადა ჭარაიამ.

მისივე თქმით, ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები საზოგადოებისთვის სწორად უნდა იყოს ახსნილი.

„რა თქმა უნდა, მიტინგები ყურადსაღებია. მუშაობაა საჭირო იმისათვის, რომ საზოგადოებას ყველა საკითხი სწორად ავუხსნათ.

ასევე საუბარია იმაზე, რომ ინვესტორს 380 ჰექტარი მიწა მისცეს. მიწას თუ არ მისცემ, ჰესი როგორ უნდა ააშენოს? მსგავსი პრინციპით რომ მივუდგეთ, მაშინ სხვა ჰესების მფლობელებიც უნდა გავაგდოთ, მაგალითად „ენერგოპრო“, რომელსაც 6 500 ადამიანს ასაქმებს, უზარმაზრი ფინანსური კონტრიბუცია აქვს ბიუჯეტში. თუ პრობლემა არის ის, რომ ეს 380 ჰექტარი დიდია და ამდენი არ სჭრიდებათ, ამის კომისია უნდა შედგეს.

ძალიან მოხარული ვარ, რომ სახელმწიფომ და. ინვესტორმა კომპანიამ გამოძებნეს შესაბისი რესურსი, რომ კაშხლის მშნებლობა შეაჩერეს მანამ, სანამ კვლევებს კიდევ ერთხელ არ გადააზუსტებენ, მათ შორის იმ ადამიანების თანამონაწილეობით, რომლებიც ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან.

თუ დადგინდება, რომ იქ რაღაც არ არის სწორად, ან ზუსტად გათვლილი, მეტი რისკია მოსალოდნელი, მაშინ უფრო მეტი თანხის გადახდა მოუწვს ინვესტორს იმისათვის, რომ ეს პრობლემა აღმოფხვრას. გარდა ამისა, ქართველებით დაკომპლექტებული შესაბამისი კომისია შეიქმნება, რომელიც მშნებლობის პროცესს დააკვირდება. ასევე, ჰესს ქართველი დირექტორი ეყოლება, რომელიც ქართველების ინტერესს გაითვალისწინებს, თუნდაც სამუშაო ადგილების კონტექტში, თუ ნებისმიერი სხვა კუთხით“- განაცხადა ჭარაიამ.

შეგახსნებეთ, ქუთაისში ლოზუნგით “არა გიგანტურ ჰესებს”- კიდევ ერთი მასშტაბური აქცია გუშინ გაიმართა. სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩასულმა მოქალაქეებმა, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა და პოლიტიკოსებმა “ნამახვანჰესის” მშენებლობა გააპროტესტეს.

მათი თქმით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების ყველანაირი რესურსი ამოიწურა, ამიტომ მათი მოთხოვნები უცვლელი რჩება –კომპანია “ენკამ” მუშაობა შეაჩეროს . აქციის მონაწილეებმა ეკონომიკის მინისტრის გადადგომა მოითხოვეს. როგორც მათ გაანცხადეს, ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ და პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ჰესის მშენებლობა არ შეჩერდება.

თამუნა შეყილაძე

Share