უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის მარეგულირებელი რუსული ვაქცინის სერტიფიცირებას მალე შეძლებს.
„გავეცანი პრესტიჟულ სამეცნიერო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებულ პუბლიკაციას „სპუტნიკ V“-ის ვაქცინისა და მისი მაღალი ეფექტიანობის შესახებ. ვიმედოვნებ, რომ ევროპის წამლების სააგენტო მისი ეფექტურობის დადასტურებას მალე შეძლებს. ეს კარგი ამბავი იქნება, რადგან ევროკავშირში ვაქცინების დეფიციტი გვაქვს“, – აღნიშნა ჟოზეპ ბორელმა მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას.
2 თებერვალს ჟურნალ The Lancet-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის Sputnik V-ის ტესტირების ბოლო ეტაპის შედეგები გამოქვეყნდა. გამოცემის ინფორმაციით, პრეპარატის ეფექტიანობა 92%-ს შეადგენს, ამასთან ვაქცინა უსაფრთხოა.
imedinews.ge