Home » მსოფლიო » ჟირინოვსკი ტრამპს – დარწმუნებულნი ვართ, თეთრ სახლში დაბრუნდებით, ამერიკელი ხალხი კვლავ აგირჩევთ პრეზიდენტად

ჟირინოვსკი ტრამპს – დარწმუნებულნი ვართ, თეთრ სახლში დაბრუნდებით, ამერიკელი ხალხი კვლავ აგირჩევთ პრეზიდენტად

რუსი პოლიტიკოსი ვლადიმერ ჟირინოვსკი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი პლანეტა დედამიწის ყველა მოქალაქეზე დადებით შთაბეჭდილებას ახდენს და მას ამერიკელი ხალხი პრეზიდენტად ხელახლა აირჩევს.

„ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში, ამერიკელი ხალხი ნამდვილად კვლავ აგირჩევთ პრეზიდენტად და გექნებათ ყველა შესაძლებლობა, რომ შეერთებული შტატები უფრო მნიშვნელოვან სახელმწიფოდ აქციოთ“, – წერს ჟირინოვსკი „ტელეგრამის“ არხზე.

პოლიტიკოსის აზრით, მომავალი დონალდ ტრამპის მსგავს ხალხს ეკუთვნის.

„გისურვებთ კარგ განწყობას, მეტ სასიამოვნო დღეებს 2021 წლის განმავლობაში. გახსოვდეთ, თქვენს ზურგს უკან არა მხოლოდ ის 75 მილიონამდე ამომრჩეველია, რომელმაც ხმა მოგცათ, არამედ ამერიკელების უმეტესობა, ისინიც კი, რომლებმაც ხმა დემოკრატებს მისცეს. ახლა მათ რცხვენიათ, რომ ხმა ბაიდენს მისცეს. მომავალ თქვენისთანა ხალხს ეკუთვნის“, – წერს ჟირინოვსკი.

ipn.ge

Share