Home » საზოგადოება » ჟიგიმანტას პავილიონისი – გავიღვიძოთ! დემოკრატიას თავს ესხმიან! ივანიშვილის რეჟიმმა ამისთვის ფასი უნდა გადაიხადოს

ჟიგიმანტას პავილიონისი – გავიღვიძოთ! დემოკრატიას თავს ესხმიან! ივანიშვილის რეჟიმმა ამისთვის ფასი უნდა გადაიხადოს

ჟიგიმანტას პავილიონისი – გავიღვიძოთ! დემოკრატიას თავს ესხმიან! ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

„გავიღვიძოთ! დემოკრატიას თავს ესხმიან! პუტინის მსგავსად გაზისა და ძალადობის გამოყენებით. ივანიშვილის რეჟიმმა ამისთვის ფასი უნდა გადაიხადოს!“- წერს ჟიგიმანტას პავილიონისი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ცნობისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს.

 

Share