Home » საზოგადოება » ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლით გზაზე ძირითადი სამუშაოები დასრულდა
ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლით გზაზე ძირითადი სამუშაოები დასრულდა

ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლით გზაზე ძირითადი სამუშაოები დასრულდა

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი 15.2 კილომეტრიანი მონაკვეთის მმშენებლობაზე ძირითადი სამუშაოები დასრულდა.
დარჩნილია მხოლოდ სატრანსპორტო კვანძზე მიმდინარე დამატებითი სამუშაოები, რომელთა განხორციელებაც მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე მიმდინარეობს.

ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, 15.2 კმ-იან მონაკვეთზე აშენდა ცემენტ-ბეტონის საფარიანი 4 -ზოლიანი ჩქაროსნული გზა, 9 პარალელური ხიდი, 2 სატრანსპორტო კვანძი, 5 საფეხმავლო ხიდი, მიწისქვეშა გასასვლელების და რკინა-ბეტონის წყალგამტარი მილები.

შესრულებულ სამუშაოებს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე ადგილზე გაეცნო.

ზესტაფონი-ქუთაისის მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ექსპლუატაციაში სრულად შევა ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის 56.5 კილომეტრიანი გზა.

”ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა, E60 ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე გაზრდის ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებას, შეამცირებს გადაზიდვების ხარჯებს და ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას”, – აცხადებენ დეპარტამენტში.

მათივე ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება. პროექტზე 360 ადამიანია დასაქმებული.

[wpolling id=”14″ width=”” height=””]
Share