Home » საზოგადოება » ზემო ლარსის პრობლემა შესაძლოა ბათუმი-ნოვოსიბირსკი-ბათუმის საბორნე გადასასვლელმა მოხსნას
ზემო ლარსის პრობლემა შესაძლოა ბათუმი-ნოვოსიბირსკი-ბათუმის საბორნე გადასასვლელმა მოხსნას

ზემო ლარსის პრობლემა შესაძლოა ბათუმი-ნოვოსიბირსკი-ბათუმის საბორნე გადასასვლელმა მოხსნას

ზემო ლარსის პრობლემა შესაძლოა ბათუმი-ნოვოსიბირსკი-ბათუმის საბორნე გადასასვლელმა მოხსნას.

ბათუმი-ნოვოსიბირსკი-ბურგასის საბორნე ოპერატორი აღნიშნულ მარშრუტს დეტალურად სწავლობს. ოპერატორი იმედოვნებს, რომ ბათუმი-ნოვოსიბირსკი-ბათუმის მარშრუტზე, თუ კი დაინიშნა, მოთხოვნა დიდი იქნება და ზემო ლარსის ხშირი ჩაკეტვით გამოწვეული პრობლემები აღმოიფხვრება.

როგორც ცნობილია ბათუმიდან ნოვოსიბირსკის მიმართულებით სატვირთო ბორანი კვირაში ერთხელ გადაადგილდება. აღნიშნული ბორნით ერთი სატვირთო ავტომობილის გადაზიდვის ღირებულება 850 ევროა.

თუმცა თუ გადაწყვეტილება დადებითად იქნება მიღებული და ბათუმი-ნოვოსიბირსკი-ბათუმის ახალი მარშრუტი დაიგერგმება, მაშინ საბორნე მიმოსვლის რაოდენობაც გაიზრდება.

როგორც ცნობილია, 23 ივნისს, ძლიერი წვიმების შედეგად, დევდორაკის ხეობიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა მდინარე თერგს კალაპოტი შეუცვალა. მოვარდნილმა წყალმა მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 800 მეტრიანი მონაკვეთი წაიღო. სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე, კმ134-კმ135  მონაკვეთზე, დარიალის ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე აიკრძალა. შესაბამისად მგზავრების გარდა შეჩერდა სატვირთო გადაზიდვებიც. გარდა ქართულ ტვირთებისა რუსეთის მიმართულებით შეწყდა სომხური ტვირთების გატარებაც.

Share