Home » ბიზნესი » ზაზა ფაჩულიას საქართველოში ფიტნეს კლუბების მსოფლიო ბრენდი Snap Fitness-ი შემოყავს
ზაზა ფაჩულიას საქართველოში ფიტნეს კლუბების მსოფლიო ბრენდი Snap Fitness-ი შემოყავს

ზაზა ფაჩულიას საქართველოში ფიტნეს კლუბების მსოფლიო ბრენდი Snap Fitness-ი შემოყავს

ცნობილი ხდება, რომ სპორტული კლუბების ამერიკული ბრენდი  Snap Fitness-ი საქართველოში ცნობილ ქართველ კალათბურთელს ზაზა ფაჩულიას შემოჰყავს. როგორც ბრენდის ქართულ წარმომადგენლობაში განმარტავენ, მსოფლიოში წამყვანმა კომპანიამ სპორტული კლუბების სფეროში მასტერ ფრანჩაიზის ხელშეკრულება გააფორმა ზაზა ფაჩულიასა და მის პარტნიორებთან. შეთანხმების შედეგად, ნოემბრის დასაწყისში თბილისში მსოფლიოს სტანდარტების შესაბამისი სავარჯიშო დარბაზი გაიხსნება. ამერიკელ და ქართველ პარტნიორებს შორის შეთანხმებული საინვესტიციო გეგმების შესაბამისად, 18 თვის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით კიდევ 9 კლუბი გაიხსნება.

მათივე განმარტებით, დარბაზი აღჭურვილი იქნება TechnoGym-ის სავარჯიშო მოწყობილობებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით. კლუბის გუნდი კი პროფესიონალი, სერტიფიცირებული მწვრთნელებისგან იქნება დაკომპლექტებული, რომლებიც კლიენტებს შესთავაზებენ ყველაზე თანამედროვე მიდგომებს ფიტნესის ინდუსტრიიდან.

გარდა სავარჯიშო დარბაზისა, კლუბში იქნება ბოქსის დარბაზიც, ასევე ჯგუფური ვარჯიშების, სპინიგის და იოგის ზონები. კლუბში მომხმარებელს შეეძლება მიიღოს მის მიზანზე მორგებული ვარჯიშების სრული კომპლექსი, რაც უზრუნველყოფს შედეგის მიღწევას.

„დიდი ხანია, მინდოდა საქართველოში გამეკეთებინა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მაღალი სტანდარტების სავარჯიშო დარბაზები, რაც ქართველი მომხმარებლისთვის მისაღები და ამასთან ხელმისაწვდომი იქნებოდა.  Span Fitness ცნობილი ბრენდია, რომელსაც ამერიკაში უკვე აქვს დადასტურებული და წარმატებული ბიზნეს მოდელი. საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ჩვენმა გუნდმა მოახერხა Snap Fitness- თან შეთანხმება და სულ მალე თბილისში მსოფლიო დონის ფიტნეს დარბაზები გაიხსნება”

-ამბობს ზაზა ფაჩულია.

მოქმედი 2000-ზე მეტი კლუბით, Snap Fitness მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი 24/7 ფიტნეს კომპანიაა. Snap Fitness მომხმარებელს სთავაზობს ბევრად მეტ ღირებულებას, ვიდრე ნებისმიერი სხვა სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბი. სწორედ ეს განაპირობებს მის შთამბეჭდავ ზრდას.

კომპანიის ვიცე პრეზიდენტის სტილი სმაილის განცხადებით, „ბოლო 9 თვის განმავლობაში კომპანია 6 ქვეყანაში შევიდა; მალე მათ რიგებში საქართველოც იქნება.

„Snap Fitness ყოველდღე მილიონობით ადამიანს ეხმარება, იცხოვრონ ცხოვრების ჯანსაღი წესით. მე მოხარული ვარ, რომ მალე მათ ქართველი მომხმარებლებიც შეუერთდებიან. ჩვენთვის დიდი პატივია, ვიყოთ წარმოდგენილი საქართველოში ისეთ პარტნიორებთან ერთად, როგორებიც არიან ზაზა ფაჩულია და მისი გუნდი”

– აცხადებს სტილი სმაილი.

Snap Fitness 24/7 პირველი კლუბი ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე,#24-ში მდებარე სავაჭრო ცენტრ „აქსის შოპინგის“ შენობაში განთავსდება. იგი მომხმარებლების ყველა სეგმენტზე იქნება გათვლილი.

კომერსანტი

Share