Home » საზოგადოება » Zara-ს კაბაში ჩაკერებული მკვდარი თაგვი აღმოაჩინეს
Zara-ს კაბაში ჩაკერებული მკვდარი თაგვი აღმოაჩინეს

Zara-ს კაბაში ჩაკერებული მკვდარი თაგვი აღმოაჩინეს

ნიუ იორკელმა კაილი ფიზელმა Zara-ს მაღაზიაში შეძენილ კაბაში თაგვი აღმოაჩინა. 

„ტელეგრაფის“ ცნობით, 24 წლის კაილიმ კონექტიკუტის შტატში, გრინვიჩში მდებარეზარას მაღაზიაში შავი კაბა 40$-ად ივლისში შეიძინა. მისი თქმით, ახალი კაბა რამდენიმე კვირის შემდეგ ჩაიცვა და სამსახურში იყო, როდესაც უსიამოვნი სუნი იგრძნო.

“ფეხთან უცნაურ შეხებას ვგრძნობდი, თითქოს ფოჩებიან კაბას ვატარებდი, რომელიც მჩხაპნიდა. მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ ეს ფოჩი კი არა თაგვი იყო” – განაცხადა New York Post-თან კაილიმ.

„შიშისგან გავიყინე. სრულიად შოკირებული ვიყავი. ჩემი თვალები ხედავდნენ, რომ ის თაგვი იყო, მაგრამ ტვინი იმეორებდა, რომ შეუძლებელი იყო“ – ამბობს გოგონა.

როგორც გაირკვა, გოგონას კანზე გამოანყარი გაუჩნდა და სპეციალური მღრნელებისაგან გადამდები დაავადებავ შეეყარა. კაილი მიყენებული ზიანისათვის მატერიალურ ანაზღაურებას ითხოვს. კომპანია “ზარა” ცხადებს რომ შემთხვევის დეტალებს არკვევს და საჭიროების შემთხვევაში სათანადო რეაგირებას მოახდენს.

Zara-ს კაბაში ჩაკერებული მკვდარი თაგვი აღმოაჩინეს

წყარო: newposts

Share