Home » საზოგადოება » ზაქარია ქუცნაშვილი სადეპუტატო მანდატს ტოვებს
ზაქარია ქუცნაშვილი სადეპუტატო მანდატს ტოვებს

ზაქარია ქუცნაშვილი სადეპუტატო მანდატს ტოვებს

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილმა სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ის პარლამენტს ტოვებს და შესაბამისი გადაწყვეტლებით, საკანონმდებლო ორგანოს მიმართავს.

„სამოქალაქო მშვიდობა და თანხმობა გაცილებით უფრო ღირებულია, ვიდრე პარლამენტის წევრის მანდატი“, – განუცხადა „ინტერპრესნისუს“ ზაქარია ქუცნაშვილმა.

ცნობისთვის, ქუცნაშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა. შესაბამისად, ის თბილისში გამართული სესიის, რომელიც საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა, ერთ-ერთი ორგანიზატორი და ინიციატორი იყო.

Share